ველიზე შენი სამზარეულოსთვის ტაფები & ქვაბები შეგიძლია აღმოაჩინო. საკვების კომფორტულად მოსამზადებლად, ტაფებს შენი გემოვნებისა და საჭიროების მიხედვით ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეარჩევ. შენ მიერ შერჩეულ პროდუქტებს კი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ წერტილში უფასო მიწოდებით მიიღებ.
შეარჩიე ტაფები შენი საჭიროებების შესაბამისად
ტაფების შერჩევისას, სასურველია სხვადასხვა ფაქტორი გაითვალისწინო, მათ შორის:
- მასალა
- მოცულობა
- გამოყენება და ფუნქცია
- ბრენდი
- ფასი და ტიპი
ტაფები გამოყენების მიხედვით
სხვადასხვა ტიპის ქურისათვის განსხვავებული ტაფის შერჩევაა რეკომენდებული. მაგალითად, გაზქურისა და ღუმელისათვის შესაძლოა სხვადასხვა ტიპის ტაფები დაგჭირდეს.
ტაფები გაზქურისთვის
ერგონომიული დიზაინის Beka, Chef, არაწებოვანი ტაფა მოსახერხებელია საჭმლის გაზქურაზე მომზადებისთვის. ტაფა დამზადებულია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან და იდეალურად ანაწილებს სიმხურვალეს.
გაზქურისათვის ასევე კარგი ვარიანტია Eva Solo, Nordic kitchen, ალუმინის ტაფა ხის სახელურით. ტაფის არაწებოვანი საფარის გამო, საკვების მომზადებისას ნაკლები ცხიმი დაგჭირდება, ალუმინის კორპუსი კი ტემპერატურის მთელ ზედაპირზე თანაბრად გადანაწილებას უზრუნველყოფს.
ასევე კარგი არჩევანი შეიძლება აღმოჩნდეს Cecotec, Classy ტაფა ფოლადისგან. ტაფის გამოყენება გაზქურის გარდა ღუმელში, კერამიკულ, ელექტრო, ინდუქციურ, ჰალოგენურ ქურაზე შეგიძლია.
ტაფები ღუმელისა და გრილისთვის
თუკი ტაფას ღუმელისათვის ეძებ, Beka, Chef გრილის ტაფა გამოგადგება. ტაფა უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული და იდეალურია გრილისთვის, ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება ნებისმიერი ტიპის ქურაზე.
თუ ღუმელისათვის თუჯის ტაფის შერჩევას გადაწყვეტ, ველიზე Lodge-ის თუჯის ტაფა-გრილი შეგხვდება. ტაფა შექმნილია სპეციალურად ღუმელში ან შიდა გაზქურის ზედაპირზე გრილის ეფექტით საჭმლის მოსამზადებლად.
ველიზე ასევე Berllong, ტაფა-ქვაბი შეგიძლია აღმოაჩინო, რომელსაც თავსახური მოჰყვება. ტაფა-ქვაბის გამოყენება ღუმელის გარდა, სხვადასხვა ტიპის ქურაზეც შეგიძლია, მათ შორის ინდუქციურზეც. ნივთი უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული.
შეარჩიე ტაფები მასალის მიხედვით
ტაფის შერჩევისას სასურველია მასალაც გაითვალისწინო იმის მიხედვით, თუ რას ანიჭებ უპირატესობას და რა არის შენთვის ყველაზე პრიორიტეტული.
ალუმინი
ალუმინი მსუბუქი წონით ხასიათდება, რაც ტაფას მოსახერხებელს და კომფორტულ გამოსაყენებელს ხდის. ასევე სწრაფად ცხელდება და მარტივად ანაწილებს სიმხურვალეს. ველიზე ესპანური ბრენდის, Cecotec-ის Fantasy, ალუმინის ტაფა დაგხვდება, რომელსაც მრავალფენიანი ძირი აქვს და ნებისმიერი ტიპის ქურაზე გამოიყენება.
გრანიტი
თუ შენთვის გადამწყვეტი გამძლეობაა, გრანიტის ტაფა საუკეთესო არჩევანი შეიძლება აღმოჩნდეს. კარგი არჩევანია Berllong, გრანიტის ტაფა ინდუქციური ძირით. გრანიტი არ შედის რეაქციაში საკვებ პროდუქტებთან, რაც მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
თუჯი
გამძლეობით გამოირჩევა თუჯის მასალის ტაფებიც. კარგი არჩევანია Lodge, თუჯის ტაფა არაწებოვანი ზედაპირით. თუჯი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს და პრაქტიკულია მაღალი ტემპერატურით საჭმლის მომზადებისას.
ველიზე ასევე შეგიძლია სპილენძის, ტეფლონის, უჟანგავი ფოლადის და სხვა მასალების ტაფები შეარჩიო, შენი საჭიროებების შესაბამისად. სასურველ პროდუქტს თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.