გემრიელი, ლამაზად სერვირებული და მადის აღმძვრელი კერძების მომზადება ხშირად დიდ შრომას და დროს მოითხოვს. იმისთვის, რომ სამზარეულოში ფუსფუსი გაგიმარტივდეს, უმჯობესია ინგრედიენტების მომზადების რთული ნაწილი ტექნიკას მიანდო. ამაში კი VELI.store-ი დაგეხმარება, სადაც სამზარეულოს ტექნიკის დიდ არჩევანს შეხვდები.
ბლენდერი სწორედ ის პროდუქტია, რომელიც კრემსუპების, სმუზებისა და მილქშეიქების მომზადებაში დაგეხმარება. ბლენდერის შეძენის ყველაზე მარტივი გზა კი ონლაინ შოპინგი შეიძლება იყოს. თუ როგორ შეარჩიო ბლენდერი სწორად, გადახედე მარტივ რჩევებს ველის ბლოგში.
ბლენდერების ტიპები ველიზე
ველის დიდ ციფრულ მაღაზიაში ბლენდერების გამორჩეულ და პოპულარულ ბრენდებს შეხვდები, რომლებიც ერთმანეთისგან ტიპის, მახასიათებლების, სიმძლავრისა და ფუნქციის მიხედვით განსხვავდება.
1. სტაციონარული ბლენდერი
სტაციონარულ ბლენდერს უფრო მარტივი მექანიზმი აქვს, რომელიც ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეასრულებს თავის საქმეს. სტაციონარული ბლენდერი გამოიყენება თხიეულის, ყინულის კუბებისა და სხვა მყარი პროდუქტების დასაქუცმაცებლად. ასევე იდეალურია პროდუქტის წვრილად დასაკეპად, ფაფების ან კრემსუპებისთვის. ველიზე სტაციონარული ტიპის ბლენდერებია:
- Franko FBL-1037 ბლენდერი
- Philips HR3663/90 ბლენდერი
- Ariete 0585 Moderna ბლენდერი
2. ჩასატვირთი ბლენდერი
ჩასატვირთი ბლენდერები უფრო კომპლექსური ნაწილებით და მასალის სიმყარით გამოირჩევა. თუ ველიზე ჩასატვირთი ბლენდერის შერჩევა გადაწყვიტე უმჯობესია სიმძლავრე მინიმუმ 600-700W-ზე მაღალი იყოს, რადგან რაც უფრო მაღალია სიმძლავრე, უფრო სწრაფად და ეფექტურად დააქუცმაცებ ბოსტნეულს თუ სხვა პროდუქტებს. ჩასატვირთი ბლენდერები ველიზე:
- Ariete 0898 Multiprep ხელის ბლენდერი
- Sencor SHB 4465VT ხელის ბლენდერი
- Philips HR2545/00 ხელის ბლენდერი
ხელის ბლენდერი და მისი უპირატესობები
ხელის ბლენდერით მარტივად შეგიძლია ცივი ყავა, ცივი სმუზი ან მილქშეიქი მოამზადო. ხელის ბლენდერი გამოირჩევა:
- სიმსუბუქით - მათი უმეტესობა 2 კილოგრამზე მეტს არ იწონის, შესაბამისად გამოყენებისას მსუბუქი და მოსახერხებელია.
- კომპაქტურობით - ხელის ბლენდერი შეგიძლია თან წაიღო პიკნიკზე ან აგარაკზე. მცირე ზომის გამო მისი მოთავსება ზურგჩანთაშიც შეგიძლია.
- მრავალფუნქციურობით - მისი დახმარებით შეძლებ არა მხოლოდ სასმელები, არამედ ნებისმიერი ორი ინგრედიენტი ერთმანეთში მარტივად გახსნა და სასურველი მასა მიიღო.
- გამოყენების განსაკუთრებული სიმარტივით - ჩასართავად, და სასურველი საკვების მოსამზადებლად მხოლოდ ON ღილაკზე თითის დაჭერაა საჭირო.
სამზარეულოს ყველაზე პრაქტიკული წვრილი ტექნიკა
თუ საღამოს ვახშამს ამზადებს და გინდა სტუმრებს მადის აღმძვრელი, რესტორნის დონის კერძი დაახვედრო, ჯობს ინგრედიენტების დასამუშავებლად სწორად შერჩეული სამზარეულოს ტექნიკა გამოიყენო. მაგალითად ხორცის მოსამზადებლად შესაძლოა დაგჭირდეს ხორცსაკეპი მანქანა, რომელიც ფარშის მომზადებაში დაგეხმარება. ხორცეულს აუცილებლად დასჭირდება გარნირი, რათა შენი კერძი სრულყოფილი გამოვიდეს, ამიტომ ისეთი ბოსტნეულის დასაქუცმაცებლად როგორიცაა სტაფილო, ხახვი, კომბოსტო და სხვა ჯობს ჩოფერები გამოიყენო. ველიზე ჩოფერებს 40W-დან 800W-მდე სიმძლავრით შეხვდები, რაც სრულიად საკმარისია ბოსტნეულის დასამუშავებლად.
სახლში მომზადებული სმუზები, სასმელები და კოქტეილები ყოველთვის განსაკუთრებულ განწყობას ატარებს, რადგან იცი რომ ყველა ინგრედიენტი ნატურალური და შენი ხელით შერჩეულია. თუ საუზმეზე ნატურალური, ცივად დაწურული ფორთოხლის წვენი მოგინდა, შეგიძლია წვენსაწურის დახმარებით სწრაფად მოამზადო.
ველიზე წარმოდგენილი წვენსაწურები მარტივი მექანიზმით და გამძლეობით გამოირჩევა. მაგალითად Russell Hobbs 24740-56 წვენსაწური ძლიერი და მყარი ძრავით უზრუნველყოფს ნებისმიერი ხილისა და ბოსტნეულის სრულად დაწურვას, ხოლო მისი მოხსნადი ნაწილები კი თავსებადია ჭურჭლის სარეცხს მანქანებთან. ასე რომ რამდენი წვენიც არ უნდა მოამზადო, ნაწილების ხელით რეცხვაც არ მოგიწევს. არ დაგავიწყდეს რომ ველიზე ბლენდერის, კარტოფილი ფრის აპარატის ან მიქსერის შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. შენაძენს კი ზუსტად 3 საათში სრულიად უფასოდ მიიღებ.