სამზარეულოს მრავალფუნქციური, მოსახერხებელი აქსესუარებით აღჭურვა ორმაგად გაგიადვილებს საკვების მომზადებასა და გასუფთავებასთან დაკავშირებულ საქმეს. თუ დამხმარე ხელსაწყოების შეძენა გადაწყვიტე, VELI.store-ის კატეგორიაში - სამზარეულოს აქსესუარები - ყველა საჭირო ნივთს აღმოაჩენ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამზარეულოსთან დიდად არ მეგობრობ, ველის ციფრულ დახლებზე წარმოდგენილი აქსესუარები, სხვადასხვა ფუნქციებით დაგეხმარებიან დროისა და ენერგიის დაზოგვაში.
შეარჩიე მაღალი ხარისხის სამზარეულოს აქსესუარები VELI.store-ზე
საუკეთესო კულინარიული გამოცდილებისთვის თითოეულ პატარა დეტალს აქვს მნიშვნელობა. სამზარეულოს ტექნიკის აქსესუარები გადამწყვეტ როლს ასრულებს კერძების მომზადებისას, რადგან მათი საშუალებით მსხვილი ტექნიკის მოხმარება გაცილებით მარტივდება.
შენი კომფორტისთვის, VELI.store გთავაზობს სამზარეულოს სრული ასორტიმენტის ფართო არჩევანსა და მათი ონლაინ შეძენის უმარტივეს შესაძლებლობას. აქ შეძლებ შეიძინო საკვების სერვირებისთვის საჭირო დესერტის და სადილის თეფშები, ბარის აქსესუარები, კოვზები მზადებისთვის და სხვ.
დაათვალიერე ღვინის ელექტრო სახსნელები
ღვინის ელექტრო სახსნელი ერთ-ერთი პოპულარული სამზარეულოს აქსესუარია, რომელიც აუცილებლად გამოგადგება დასამახსოვრებელი, სახლური წვეულებების მოსაწყობად.
ღვინის ელექტრო სახსნელის სასაჩუქრე ნაკრები არა მხოლოდ შესანიშნავი დამხმარეა შენი სამზარეულოსთვის, არამედ შეგიძლია ღვინის მოყვარული მეგობრისთვისაც კარგ საჩუქრად განიხილო. ელექტრო სახსნელი სრულიად 2.5 საათში იტენება და 70 ბოთლის გახსნის შესაძლებლობა აქვს, ბოთლიდან საცობის ამოღებას კი მხოლოდ 6 წამი და მინიმალური ძალისხმევა სჭირდება. კომპლექტაციაში მოჰყვება ღვინის სახსნელი, USB კაბელი, ფოლგის საჭრელი და ვაკუუმ შესანახი დარჩენილი სასმლის შესანახად.
თუ კულინარია გიყვარს, კიდევ ერთი შესანიშნავი შენაძენი შენთვის სამზარეულოს სასწორია. მისი დახმარებით ინგრედიენტების აწონვას შეძლებ, რაც სრულყოფილი კერძის მომზადების აუცილებელი კომპონენტია. დაათვალიერე სამზარეულოს სასწორები ველიზე და შეიძინე ისინი ონლაინ, სწრაფად და მარტივად.
VELI.store-ზე შოპინგისას ნებისმიერ სასურველ ნივთზე უფასო სასაჩუქრე შეფუთვისა და მიტანის სერვისით ისარგებლებ. თბილისის მასშტაბით კურიერი შეკვეთას სულ რაღაც 3 საათში მოგიტანს.