ყავის მომზადება რომ განსაკუთრებით კომფორტულ პროცესად აქციო, წვეთოვანი სისტემის ყავის აპარატები გამოგადგება. ამ ტექნოლოგიით ერთდროულად რამდენიმე ჭიქის მომზადებას შეძლებ, მაღალი დონის ფილტრაციით. ველიზე წვეთოვანი სისტემის ყავის აპარატების დიდ არჩევანს შეხვდები, შენთვის სასურველს კი იოლად შეარჩევ.
შეარჩიე წვეთოვანი სისტემის ყავის აპარატები
ყავის მარტივად და სწრაფად მოსამზადებლად ყავის აპარატი Beko BKK 2300 გამოგადგება. აპარატის 1.25 ლ მოცულობით ერთდროულად 10 ჭიქა ყავის მომზადებას შეძლებ. აპარატს აქვს სითბოს შენარჩუნების ფუნქცია, მისი კორპუსის გაწმენდა კი იოლად შეგიძლია.
ასევე კარგი ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს ყავის აპარატი Sencor SCE 3050SS, რომელიც კომპაქტური ზომისაა და ერთდროულად 12 ჭიქა ყავის მომზადებაში დაგეხმარება. აპარატს აქვს მრავალჯერადი გამოყენების ფილტრი, რომლის რეცხვაც შესაძლებელია. ასევე აქვს ერთჯერადი ფილტრების გამოყენების შესაძლებლობა.
ველიზე ასევე წამყვანი ბრენდის Ariete-ს ყავის აპარატი 1394 შეგხვდება. აპარატს აქვს ერთდროულად 4-12 ჭიქამდე ყავის მომზადების შესაძლებლობა. კორპუსზე მოთავსებული წყლის დონის ინდიკატორი კი მის მოხმარებას და წყლის რაოდენობის განსაზღვრას გაგიმარტივებს. ყავის აპარატი ბიუჯეტური და კომპაქტურია.
თუკი ერთდროულად უფრო დიდი რაოდენობით ყავის მომზადება გჭირდება,
ყავის აპარატი Russell Hobbs გამოგადგება. 1.25 ლ მოცულობის ჩაიდნით მარტივად შეძლებ 10 დიდი და 15 პატარა ჭიქა ყავის მომზადებას. აპარატს მოჰყვება ყავის კოვზი და აქვს ტემპერატურის შენარჩუნების ფუნქცია 40 წუთის განმავლობაში.
შესაძლოა ყავის აპარატი Ardesto FCM-D17WG შენთვის საინტერესო ვარიანტი აღმოჩნდეს. ამ აპარატს აქვს ერთდროულად 14 ჭიქამდე ყავის მომზადების შესაძლებლობა. გააჩნია წყლის დონის ინდიკატორი და გადახურებისგან დაცვის მექანიზმი, რაც მის უსაფრთხოდ გამოყენებას უზრუნველყოფს.
ველიზე ჩაის და ყავის მოსამზადებლად სხვადასხვა მოწყობილობას შეხვდები. სასურველის შერჩევა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია, შენაძენს კი თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.