ცხელი, მატონუსირებელი სასმელი ნებისმიერ სეზონზე დღის შეუცვლელი ატრიბუტია. ველიზე ჩაის და ყავის მოსამზადებლად სხვადასხვა მოწყობილობებს აღმოაჩენ, რომ ყოველდღიურად ცხელი სასმლის მომზადების პროცესი გაიმარტივო. შენ მიერ შერჩეულ პროდუქტებს საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე, უფასო მიწოდებით მიიღებ.
მოწყობილობები თურქული ყავისა და ესპრესოსთვის ველიზე
ყავის აპარატსა და მადუღარას შორის სხვაობა ის არის, რომ აპარატით ყავის მარცვლების მოხარშვა და დამუშავებაა შესაძლებელი, ხოლო მადუღარით ყავის წყალთან ერთად ადუღება. ამიტომაც, ელექტრო მადუღარა კარგი ვარიანტია, თუკი შენთვის უპირატესი სიჩქარეა და დილაობით თურქული ყავის სმას ამჯობინებ. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა ყავის აპარატებმა დაგაინტერესოს.
თურქული ყავის აპარატი
თურქული ყავის მოსამზადებლად ველიზე ხარისხიან და მრავალფეროვან მადუღარებს აღმოაჩენ. მაგალითისთვის, კარგი ვარიანტია Sokany-ის SK-04018 ყავის მადუღარა. მოწყობილობა 600 ვატი სიმძლავრით მუშაობს და ფოლადისგანაა დამზადებული. მისი მეშვეობით 4 ჭიქამდე ყავის ერთდროულად მომზადება შეგიძლია.
ესპრესოს აპარატი
კაპუჩინოს, ლატესა თუ ესპრესოს ბაზაზე დამზადებული სხვა ყავის მოსამზადებლად აპარატები დაგჭირდება. მაგალითისთვის, იდეალური ვარიანტია Sencor, SES 4090SS ყავის აპარატი. მოწყობილობას აქვს მარტივად სამართავი, დიდი ზომის LCD ეკრანი. 15 ბარი წნევისა და 1450 W სიმძლავრით, მომზადებული ყავა გაჯერებულია არომატებით. აპარატს აქვს 1.4 ლიტრიანი წყლის მოხსნადი ავზი, რომელიც აღჭურვილია წყლის დონის ინდიკატორით - ეს უზრუნველყოფს კომფორტს და გამარტივებულ მოვლას.
კარგი არჩევანი შეიძლება აღმოჩნდეს Melitta, ყავის აპარატი მარცვალზე, რომელიც პირდაპირ ყავის მარცვლებიდან ამზადებს ესპრესოს. მოწყობილობის დახმარებით შესაძლებელია 2 ჭიქა ყავის ერთდორულად მომზადება.
წვეთოვანი სისტემის აპარატები ყავის მოსამზადებლად
ველიზე მადუღარებთან და ესპრესოს აპარატებთან ერთად, წვეთოვანი სისტემის აპარატები შეგხვდება. მაგალითისთვის, Trebs, ყავის აპარატი 1.5 ლ მოცულობის წყლის კონტეინერით, ერთდროულად 12 ჭიქა ყავას ამზადებს. მოწყობილობა საშუალებას იძლევა სურვილისამებრ დაარეგულირო ყავის სიძლიერის დონე. აპარატის მართვა მარტივად შეგიძლიათ LED ეკრანის დახმარებით. შეარჩიე ყავის აპარატი იაფად ველიზე, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.



