სამზარეულოს ტექნიკის ამერიკული ბრენდებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია Cosori, რომელიც ძირითადად ქმნის მოწყობილობებს ჯანსაღი კერძების მომზადებისთვის. VELI.store-ზე შეგიძლია აღმოაჩინო ბრენდის აეროგრილები, სამზარეულოს მრავალფუნქციური ტექნიკა და სხვადასხვა აქსესუარები.
Cosori აეროგრილი
მომზადების მრავალფეროვანია რეჟიმებით გამოირჩევა Cosori air fryer CAF-L501, რომელსაც 9 წინასწარ დაპროგრამებული ფუნქცია აქვს. მათ შორის არის ქათმის, კარტოფილი ფრის, გაყინული პროდუქტების, სტეიკის, ზღვის პროდუქტების, ბეკონის, ბოსტნეულის მომზადების, გათბობის და გალღობის. 3600 ცირკულაცია უზრუნველყოფს საკვების თანაბარ და სწრაფ მომზადებას. Air Whisper ტექნოლოგია კი ეხმარება მოწყობილობას რომ ნაკლები ხმაურით იმუშაოს. აეროგრილის კალათის მოცულობა 5 ლიტრია, ხოლო ტემპერატურული დიაპაზონი 770C-2300C.
დიდი ოჯახისთვის მოსახერხებელი ვარიანტია Cosori CAF-R901-AEU აეროგრილი. მოწყობილობას წინასწარ დაპროგრამებული მზადების 8 რეჟიმი აქვს. მათ შორის არის ფრის, გრილის, გამოცხობის, გამოშრობის, გათბობის, ხელახალი გათბობის, წინასწარი გათბობისა და შეხსენების ფუნქციები. აეროგრილს 2 კალათა აქვს, ხოლო Sync Finish ფუნქცია საშუალებას იძლევა, რომ სხვადასხვა ტიპის საკვები ერთდროულად იყოს მზად. მოწყობილობას აქვს LED დისპლეი წინა ნაწილზე და გადახურებისგან დაცვის ფუნქცია.
აღმოაჩინე Cosori-ის სამზარეულოს ტექნიკა
აეროგრილებთან ერთად ველიზე Cosori-ის ბრენდის სამზარეულოს სხვადასხვა ტექნიკაც შეგიძლია აღმოაჩინო. აქ შეგხვდება Cosori CRC-R501-KEU ბრინჯის სახარში ქვაბი, რომელსაც მზადების 18 ფუნქცია აქვს. ქვაბი ზუსტად მიყვება 6 საფეხურიან მომზადების პროცესს და Fuzzy Logic ტექნოლოგიის დახმარებით ზუსტად აკონტროლებს ტემპერატურას. მოწყობილობა აღჭურვილია LED დისპლეით, რომელიც მზადების პროცესის მართვაში დაგეხმარება. ბრინჯის სახარში ქვაბის ზედაპირი არ იკრავს და მარტივად იწმინდება.
ცხელი სასმელების მომზადებისთვის შეგიძლია შეარჩიო Cosori CO108-NK ელექტრო ჩაიდანი. მოწყობილობა სწრაფად ადუღებს 800 მლ წყალს და სასურველ ტემპერატურამდე მიღწევის შემდეგ ხმოვან სიგნალს გამოსცემს. ჩაიდანს ტემპერატურის 5 განსხვავებული დონე აქვს და 60 წუთის განმავლობაში შეუძლია სითბოს შენარჩუნება.
შეიძინე სამზარეულოს მოწყობილობები ველიზე, გადახედე Cosori-ის ბრენდის ტექნიკას, შეარჩიე სასურველი და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
