ველიზე ტექნიკის წამყვანი გერმანული ბრენდის, Bosch-ის პროდუქციის აღმოჩენა შეგიძლია. შენთვის სასურველ პროდუქციას იოლად, ონლაინ შეარჩევ, შენაძენს კი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე უფასო მიწოდებით მიიღებ.
მაცივრების ტიპები
აღმოაჩინე მაცივრები Bosch-ისგან თუკი მაცივარს საყინულის გარეშე ეძებ, ბოშის მაცივარი KSV36AI31U გამოგადგება. მაცივარი იდეალური ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ საყინულე ცალკე გაქვს და დიდი ტევადობის სამაცივრე სივრცე გჭირდება. მაღალი ენერგოეფექტურობის მაცივარი გაგიმარტივებს ბოსტნეულის, რძის ნაწარმისა და სხვა პროდუქტების შენახვას, ხმაურის დაბალი დონე კი დისკომფორტს აგარიდებს. ქვედა საყინულიანი მაცივრის კარგი ვარიანტია Bosch KGN56LB31U Vitafresh ტექნოლოგიით. ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, ხილ-ბოსტნეულმა დიდხანს შეინარჩუნოს ვიტამინები. მაცივრის ინვენტორული ძრავა, ხმაურის დაბალ დონეს და მაღალ ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს. ზედა საყინულიანი მაცივრის შერჩევის შემთხვევაში შესაძლოა მაცივარი Bosch KGP76AIC0N მოგეწონოს. არაჩასაშენებელი მაცივარი მშრალი ყინვის ტექნოლოგიით, დახვეწილი დიზაინითაც გამოირჩევა.
ბოშის მსხვილი ტექნიკა ველიზე
მაცივრების გარდა, ველიზე ბრენდისგან სხვადასხვა მსხვილი ტექნიკაც შეგიძლია აღმოაჩინო. მათ შორის შეგხვდება მაღალი ხარისხის ბოშის სარეცხის მანქანები. თუ მაღალი ტევადობის, ენერგოეფექტურ სარეცხ მანქანას ეძებ, კარგი არჩევანია Bosch WGA2440XME ინვენტორული ძრავით. სარეცხი მანქანა 65%-ით ნაკლებ დროში რეცხავს სასურველი რაოდენობის სარეცხს.
ველიზე ასევე შეძლებ ჭურჭლის სარეცხი მანქანები შეარჩიო. ჭურჭლის სარეცხი მანქანა ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ჭურჭლის რეცხვას გაგიმარტივებს და დროს დაგიზოგავს. VELI.store-ზე Bosch SMV25CX10Q შეგხვდება. ჩასაშენებელი ტიპის ჭურჭლის სარეცხი მანქანა აღჭურვილია წყლის გაჟონვისგან 100% დაცვის ტექნოლოგიით. Bosch-ისგან სხვადასხვა მსხვილ ტექნიკასთან ერთად ასევე შეგხვდება ჩასაშენელებელი ღუმელი & გამწოვები, შენთვის მოსახერხებელი ვარიანტის შერჩევას კი ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეძლებ. ველიზე შერჩეულ ნებისმიერ ტექნიკას სასურველ მისამართზე 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.