სამზარეულოს ტექნიკის შერჩევისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მოწყობილობის გამძლეობა, ფუნქციონალური მრავალფეროვნება და ბრენდის ავტორიტეტი. Bosch-ის ბრენდი სწორედ ამ კრიტერიუმებით გამოირჩევა. ტექნიკის კატეგორიაში კი ველიზე დაგხვდება Bosch-ის ელექტრო ჩაიდნების მრავალფეროვანი არჩევანი.
შეარჩიე ბოშის ელექტრო ჩაიდანი ველიზე
ყოველდღიური გამოყენებისთვის მოსახერხებელია ბოშის ელექტრო ჩაიდანი, რომელიც უზრუნველყოფს წყლის სწრაფ ადუღებას და ენერგოეფექტურ მუშაობას. ჩაიდანი აღჭურვილია სითბოს შენარჩუნების რეჟიმით, რომელზეც შესაძლებელია სხვადასხვა ტემპერატურის არჩევა. უჟანგავი ფოლადისა და პლასტმასის კომბინირებული მასალის საშუალებით პროდუქტი მარტივად სუფთავდება.
ჩაის ფერის დაყენებისა და მომზადებისთვის კარგი ვარიანტია Bosch TTA5883 ელექტრო ჩაიდანი. მოწყობილობა ადუღებისას ავტომატურად ითიშება, რათა აპარატი არ გადახურდეს. ჩაიდანზე უსაფრთხოების მექანიზმი და დახურული ტიპის ელემენტებია ჩაშენებული. პროდუქტი ასევე აღჭურვილია წყლის შეთბობის ფუნქციით და ჩართვა-გამორთვის გადამრთველი ღილაკებით.
აღმოაჩინე ელექტრო ჩაიდანი ფასდაკლებით
წყალს სწრაფად და მარტივად ადუღებს 1.7ლ მოცულობის Bosch-ის ჩაიდანი. მოწყობილობა აღჭურვილია წყლის დონის ადვილად წასაკითხი ინდიკატორით, რაც საშუალებას იძლევა მხოლოდ საჭირო რაოდენობის წყალი ადუღდეს და ამით დაიზოგოს ენერგია. Optimal Spout-ის დიზაინი ხელს უწყობს წყლის ზუსტად ჩამოსხმას ჭიქებში. ელექტრო ჩაიდანს აქვს უსაფრთხოების სამმაგი სისტემა: გადახურებისგან დაცვა, ავტომატური გათიშვა და ჩამრთველის ავტომატური გათიშვა, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას. გადახედე სამზარეულოს ტექნიკის კატეგორიას ველიზე, აქვე შეარჩიე ბოშის ელექტრო ჩაიდნები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.