კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Orijen

Orijen

პროდუქტები არ მოიძებნა

იმისათვის, რომ ცხოველების მოვლა გაიმარტივო,  ველიზე წამყვანი ბრენდების პრემიუმ პროდუქციას შეხვდები. 

 

Orijen-ის შესახებ

 

კანადური ბრენდი, Orijen კატებისა და ძაღლებისათვის ბიოლოგიურად შესაბამის საკვებს ქმნის, რომელიც შინაური ცხოველების ბუნებრივ მოთხოვნილებებს სრულად აკმაყოფილებს. საკვების შემადგენლობა 85-90%-მდე ცხოველურ ინგრედიენტებს მოიცავს , რაც ცილებით მდიდარ და ნუტრიენტებით დაბალანსებულ კვებას უზრუნველყოფს.

 

Orijen-ის საკვები ძაღლებისა და კატებისთვის ველიზე

 

ველიზე Orijen-ის პროდუქციას სხვადასხვა ასაკის შინაური ცხოველებისათვის შეხვდები.


საკვები კატებისა და კნუტებისთვის

 

კნუტებს საკმაოდ სპეციფიკური კვება ესაჭიროებათ, რადგან ენერგიის გარდა, ისინი საკვებს ზრდა-განვითარების პროცესში, ვიტამინებისა და მინერალების შესათვისებლადაც საჭიროებენ. დაბალანსებული საკვების კარგი ვარიანტია Orijen, მშრალი საკვები კნუტებისათვის, ქათმით და ინდაურით 1.8 კილოგრამიანი შეფუთვით, რომლის შემადგენლობაც იდეალურად ერგება კნუტების საჭიროებებს.

 

თუ ისეთ საკვებს ეძებ, რომელიც კნუტებსა და ზრდასრულ კატებს ერთნაირად გამოადგება, შესაძლოა მშრალი საკვები კნუტებისა და ზრდასრული კატებისათვის, ხორცეულით მოგეწონოს. როცა სახლში სხვადასხვა ასაკის კატა გყავს, საკვები იდეალური არჩევანია, რომ შენი ფისოების ჯანსაღი განვითარება უზრუნველყო.

 

საკვები ძაღლებისა და ლეკვებისთვის

 

Orijen კატების გარდა, საკვებს სხვადასხვა ასაკის ძაღლებისთვისაც აწარმოებს. ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული მშრალი საკვები ყველა ჯიშის ლეკვისათვის, ხორცით და ბოსტნეულით კარგი არჩევანია, რომ ლეკვის სრულყოფილ ზრდა-განვითარებაზე იზრუნო. საკვები არ შეიცავს მარცვლეულს, რის გამოც ნახშირწყლების მაჩვენებელი მინიმუმამდეა დაყვანილი. 


იმ შემთხვევაში, თუ  საკვებს სხვადასხვა ასაკის ძაღლისთვის ეძებ, შეგიძლია Orijen, 11.4 კგ. მშრალი საკვები ლეკვებისთვის და ზრდასრული ძაღლებისთვის, ხორცით და ბოსტნეულით შეარჩიო. საკვები თანაბრად ერგება ნებისმიერი ასაკის ძაღლის საჭიროებებს, მასში ხორცეულის შემცველობა 85%-ია, დანარჩენი 15% კი ხილით და ბოსტნეულითაა შევსებული. 

 

ველიზე Orijen-ის პროდუქციას სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეარჩევ. შეძენილ პროდუქტს კი მთელი თბილისის მასშტაბით, 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.