იმისათვის, რომ შენს ძაღლსა და კატას სახლში კომფორტული გარემო შეუქმნა, მნიშვნელოვანია, რომ კვებასთან ჰიგიენასთან ერთად, სათამაშოებითაც გაანებივრო. ველიზე ამერიკული პრემიუმ კლასის ბრენდის, KONG-ის სპეციალურად ცხოველებისთვის წარმოებულ სათამაშოებს აღმოაჩენ.
აღმოაჩინე KONG-ის სათამაშოები კატისთვის
თუკი სათამაშოს შენი კატისათვის ეძებ, ველიზე მრავალფეროვან არჩევანს შეხვდები. მაგალითისთვის, კარგი არჩევანია KONG-ის სათამაშო კატისთვის, Window Teaser ვარდისფერ ან ცისფერ ფერში. სათამაშო მაგრდება გლუვ ზედაპირზე, როგორიცაა ფანჯრები ან მინის კარები, რაც საშუალებას აძლევს კატებს ითამაშონ ჩამოკიდებულ სათამაშოსთან.
ასევე კარგი ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს სათამაშო კატისთვის, Refillables Rat, თაგვის ფორმით. სათამაშო კატას აძლევს ფიზიკური ვარჯიშის შესაძლებლობას, რაც ხელს უწყობს ცხოველის ჯანსაღი წონის შენარჩუნებას და ასტიმულირებს კატის გონებრივ აქტივობას.
ველიზე KONG-ისგან Kitty Comber-ს, კატის კედელზე დასამაგრებელ სავარცხელსაც აღმოაჩენ. სავარცხელი ხელს უწყობს კატებში სტრესის შემცირებას და კომფორტს უქმნის შენს შინაურ ცხოველს.
ბრენდის პროდუქცია უზრუნველყოფს შინაური ცხოველების მენტალურ და ფიზიკურ სტიმულაციას, ხელს უწყობს სათანადო ღეჭვის ჩვევების განვითარებას და აკონტროლებს კვებას. პროდუქცია ეხმარება შენს ცხოველს ჯანმრთელობისა და ხალისის შენარჩუნებაში.
სათამაშოები შენი ძაღლისთვის KONG-ისგან ველიზე
ველიზე კონგის სათამაშოებს შენი ძაღლისთვისაც აღმოაჩენ. საინტერესო ვარიანტია რბილი სათამაშო ძაღლისთვის, Duck იხვის ფორმით. სათამაშო ველიზე სხვადასხვა ზომაშია წარმოდგენილი.
ასევე კარგი არჩევანია Flexball Large სათამაშო ბურთი ძაღლისათვის. საღეჭი სათამაშო ხელს უწყობს ძაღლის კბილების სიჯანსაღის შენარჩუნებას. ნასროლი სათამაშოს მოტანა ავითარებს ძაღლის კოორდინაციასა და მონადირულ ინსტინქტებს.
შენი ძაღლისათვის, შესაძლოა classic medium-იც საინტერესო აღმოჩნდეს. რეზინის სპეციალური ფორმულა მის გამძლეობასთან ერთად, ძაღლის კბილების დაცვასაც უზრუნველყოფს. სათამაშოს ფორმა ნებისმიერ ძაღლს დაუკმაყოფილებს ღრღნის მოთხოვნილებებს. ამავე მიზნისათვის, შენი შინაური ცხოველისთვის Twistz Ring Small-იც გამოგადგება. ველიზე შერჩეულ KONG-ის პროდუქციას, საქართველოში ნებისმიერ მისამართზე უფასო მიწოდებით მიიღებ.