კატები ცნობისმოყვარე და მხიარული ცხოველები არიან. ამიტომაც, სათამაშოებით უზრუნველყოფა მათი ფიზიკური და გონებრივი კეთილდღეობისთვის აუცილებელია. კატის სათამაშოები არა მხოლოდ ართობს მათ, არამედ სხვადასხვა მიზნებს ემსახურება და მათ ყოველდღიური რუტინის მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს.
VELI.store ონლაინ საყიდლების სივრცე შენი საყვარელი შინაური ცხოველისთვის სათამაშოების ნაირსახეობას აერთიანებს. აქ შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად, მარტივად და სწრაფად შეიძინო: ინტელექტუალური სათამაშოები Flamingo-სგან, მანათობელი ბურთი, Love Story-ის რბილი და ხის სათამაშოები, ჰამაკები, Koopman-ის სხვადასხვა ფორმის საფხაჭნი/სათამაშო, სადგამი ვარიანტი ჩამოსაკიდი ბურთითა და ბუმბულებით და სხვა მრავალფეროვანი არჩევანი.
რატომ არის მნიშვნელოვანი სათამაშოები კატისთვის?
კატის სათამაშოები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს შინაური ცხოველის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში. მათ გარეშე ის შეიძლება მოწყენილი, მოუსვენარი გახდეს ან დესტრუქციული ქცევა გამოიწვიოს. თამაშის ნაკლებობამ სტრესთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, შეიძლება ჭარბწონიანობის პრობლემა შექმნას.
როგორ შევარჩიო?
თუ გსურს კატის სათამაშო მისთვის ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდეს, სათამაშოს შერჩევისას რამდენიმე რჩევა გამოგადგება:
- გაითვალისწინე შინაური ცხოველის პრეფერენციები და ინდივიდუალური საჭიროებები.
- რეკომენდებულია ინტერაქტიული სათამაშოები, როგორიცაა თავსატეხი, რამდენიმე საფეხურიანი და საკვების გადასანაწილებელი სათამაშოები.
- გარდა ამისა, სათამაშოების გამოცვლა და ახლის პერიოდულად შემოტანა დაგეხმარება შინაურმა ცხოველმა მისდამი ინტერესი არ დაკარგოს.
- აქციე პრიორიტეტად უსაფრთხოება. მოერიდე სათამაშოებს პატარა ნაწილებით, რომელთა გადაყლაპვა ან ადვილად გატეხვა ადვილია.
ამ მხრივ ველიზე შერჩევა გაგიმარტივდება, რადგან აქ მრავალფეროვანი სათამაშოები უსაფრთხოებას, მაღალ ხარისხისა და ფასთა სხვაობას აერთიანებს.
შეარჩიე ყველაფერი ერთ სივრცეში შენი ოთხფეხა მეგობრისთვის ამ კატეგორიიდან, მათ შორის აქსესუარები კატის გრუმინგისთვის, ჰიგიენური საშუალებები და სველი საკვები კატისთვის.
ველი საშუალებას გაძლევს, ცხოველების მოვლის კატეგორიის სრული ასროტიმენტით, არამხოლოდ მოუარო მათ, არამედ გაანებივრო და გაახალისო კიდეც ისინი. აქ არამხოლოდ კატის, არამედ ძაღლებზე, მღრღნელებსა და თუთიყუშებზეც შეგიძლია სხვადასხვა საჭირო ნივთი თუ საკვები ნახო. მაგალითად, კბილის პასტა ძაღლისთვის, სნექები ზღვის გოჭისთვის, ძაღლის საწოლები და სახლები და თუთიყუშის გალიის სათამაშოები.