არსებობს მიზეზი, რის გამოც ძაღლებს "ადამიანის საუკეთესო მეგობრებს" ეძახიან. ისინი ძალიან ლოიალურები და მეგობრულები არიან და საუკეთესო კომპანიონობით კიდევ უფრო მეტ სიხარულს გვანიჭებენ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია მათთვის საუკეთესო საძილე და დასასვენებელი ადგილის უზრუნველყოფა.
ძაღლისთვის კომფორტული სივრცის შექმნისას ძაღლის სახლი და საწოლი მნივნელოვანია და მის ცხოვრების ხარისხზეც მოქმედებს. ძაღლს თავშესაფარი საძილე ადგილის გარდა, ამინდის ცვალებადობისა და სხვა გარემო ფაქტორებისგან დასაცავად სჭირდება. მაგალითად, ზაფხულში სიგრილის შესანარჩუნებლად, ხოლო ზამთარში - სითბოს.
მიუხედავად იმისა, პატარა თუ დიდ სახლს ეძებ, VELI.store-ზე დიდ არჩევანს აღმოაჩენ.
როგორ შევარჩიო ძაღლის სახლი?
ძაღლები ბუნების ბინადარი ცხოველები არიან, ამიტომ ისინი მუდმივად ეძებენ პატარა, დახურულ სივრცეებს უსაფრთხოებისა და განმარტოებისთვის. სახლები და საწოლები ამისთვის იდეალურია. ისინი შესანიშნავია შენი ცუგოს სახლში გაწვრთნისას, დესტრუქციული ან არასასურველი ქცევის თავიდან ასაცილებლად ან შეზღუდვისთვის. საუკეთესო ძაღლის სახლი უნდა აკმაყოფილებდეს ძაღლის სპეციფიკურ საჭიროებას, უზრუნველყოფს უსაფრთხო და მშრალი ადგილს, ასევე დაცულია გარე ფაქტორებისგან.
შერჩევისას ზომა ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ძაღლის სახლი მასზე 25%-ით გრძელი და მაღალი უნდა იყოს. თუ ცივ კლიმატში ცხოვრობ იზოლაციის ფუნქციით განიხილე. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია დამატებით სასარგებლო მახასიათებლები, მასალა და ფასი.
არსებობს ყველაზე პოპულარული სახლის ტიპები, რომელთა არჩევაც დამოკიდებულია ძაღლის ზომასა და საჭიროებებზე:
ხის სახლი: ხის სახლი კლასიკური არჩევანია და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომისა და სტილის მიხედვით. იგი გამძლე და მყარია. ასევე, იზოლაციისა და ვენტილაციის ფუნქციებიც აქვს.
პლასტმასის სახლი: პლასტმასის სახლები მსუბუქია და ადვილად იწმინდება, რაც მათ პოპულარულ არჩევანს ხდის შინაური ცხოველის მშობლისთვის. ასევე ხელმისაწვდომია, ზომის ნაირსახეობა აქვს და კარგი ვენტილაციის ფუნქცია. თუმცა, პლატმასის დაღეჭვა გაუადვილდებათ მით უმეტეს ლეკვებს კბილების ზრდისას. შეძენამდე დარწმუნდი ადვილად საღეჭი ადგილები გაამაგრო, რათა დაიცვათ იგი კბილებისგან.
იგლუ სახლი: იგლუ სახლები დამზადებულია ისეთი მასალებისგან, როგორიცაა პლასტმასი ან წყალგაუმტარი ქსოვილი. იგი პრაქტიკულია ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს გარეთ ატარებენ. სახლის იზოლირებული და კარგად გადახურულია.
პორტატული სახლი: პორტატული სახლები განკუთვნილია მარტივი ტრანსპორტირებისთვის და იდეალურია კემპინგის ან სხვა გარე აქტივობებისთვის. მსუბუქია და აწყობა ძალიან მარტივია.
შეიძინე ძაღლის სახლები ონლაინ VELI.store-ზე
ველიზე სახლებითა და საწოლების მრავალფეროვანი არჩევანით შესაძლებლობა გაქვს შინაური ცხოველი გაანებივრო. აქ ისეთ ბრენდებს ნახავ, როგორებიცაა: Love Story, Flamingo, Koopman, M-PETS. პორტატული გადამზიდებიდან დაწყებული, ამინდის ცვალებადობის მიმართ მდგრადი და საყვარელი სტილის სახლებამდე თუ რაიმე სრულიად განსხვავებული და უნიკალური. გამძლე და თანამედროვე, ჩვენი პლასტმასისა და პოლიესტერის ძაღლის სახლები ნეიტრალურ ფერებშია და უზრუნველყოფს უსაფრთხო თავშესაფარს ნებისმიერი ზომის ძაღლებისთვის. ისინი ქმნიან სრულყოფილ ადგილს დიდი ძაღლებისთვის ან პატარა ჯიშებისთვის. სახლები ადვილად იწმინდება და ხანგრძლივად გამოიყენება. აქვს უკანა ან გვერდითი ხვრელები ჰაერის გადინების მიზნით.
ველიზე ასევე თანამედროვე საწოლებია, რომელიც აკმაყოფილებს ნებისმიერი ასაკისა და ზომის ძაღლის საჭიროებებს. მაღალი საწოლები ჰაერს ცირკულირებს, რაც ხელს უწყობს სუნისა და ბაქტერიების შემცირებას. პატარა ძაღლებს უყვართ მდიდრულად რბილ საწოლებში დასვენება, ხოლო უფრო დიდი ჯიშები ფართო საწოლებში ჯდომას ამჯობინებენ. ზოგიერთი საწონი გასაშლელი საბნითაც კი აღჭურვილია და გარეთაც გამოიყენება.
სახლებისა და საწოლების გარდა, შეარჩიე საკვები შენი ძაღლისთვის, მოვლის საშუალებები, მათ შორის ძაღლის შამპუნი, აქსესუარები, ძაღლის და კატის სავარცხელი, სხვა უამრავი ნივთი და სათამაშოები ‘’ცხოველების მოვლის’’ კატეგორიიდან. მიიღე შენაძენი სახლიდან გაუსვლელად, თბილისში 3 საათში. ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით მთელ საქართველოს ყველა რეგიონში.