კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Brekkies
დალაგება:

Brekkies

20 პროდუქტის ჩვენება

იმისათვის, რომ შენი კატები და ძაღლები კარგად განვითარდნენ, დაბალანსებული კვება და სრულფასოვანი გარემო აუცილებელია.  ველიზე შენი შინაური ცხოველებისთვის ცნობილი ესპანური ბრენდის Brekkies-ის წარმოებულ საკვებს შეხვდები, რომელიც ცხოველის კვების დაბალანსებაში დაგეხმარება.

 

Brekkies-ის საკვები შინაური ცხოველებისთვის ველიზე

 

ველიზე Brekkies-ის წარმოებულ მშრალ საკვებს შინაური ცხოველებისთვის დიდი მოცულობით აღმოაჩენ. თუკი საკვებს ფისოსთვის ეძებ, მშრალი საკვები ზრდასრული კატებისთვის, საქონლის ხორცით იდეალური ვარიანტია. გარდა იმისა, რომ საკვები განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა, ასევე შეიცავს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, რომ შენმა შინაურმა ცხოველმა აუცილებელი ნივთიერებები მიიღოს. 

 

Brekkies-ის საკვები ძაღლებისთვის

 

ველიზე კატების გარდა, საკვების აღმოჩენა ძაღლებისთვისაც შეგიძლია. Brekkies-ის პროდუქცია პრემიუმ ხარისხით გამოირჩევა და სპეციალური საჭიროებებისთვისაა შექმნილი. თუკი შენი ცუგო ალერგიულია, მშრალი საკვები ზრდასრული ალერგიული ძაღლებისთვის კარგი არჩევანი შეიძლება აღმოჩნდეს. საკვები მზადდება ბატკნის ხორცითა და ბრინჯით, იდეალურია იმ ძაღლებისთვის რომელთა ორგანიზმიც ვერ ეგუება ფრინველის ხორცის ცილებს. 

 

თუ განსხვავებულ გემოს ეძებ, ველიზე მშრალი საკვები ზრდასრული ალერგიული ძაღლებისთვის, საქონლის ხორცითაც შეგხვდება. საკვებს საქონლის ხორცის გარდა, ბოსტნეულის დანამატიც აქვს და 20 კილოგრამიან შეფუთვაშია, რაც ძაღლისათვის დიდი ხნის განმავლობაში საკმარისი საკვების რაოდენობაა. 

 

20 კილოგრამიან შეფუთვაშია ასევე მშრალი საკვები ზრდასრული ძაღლისთვის, ქათმით. საკვების შემადგენლობაში შემავალი გემოსა და ვიტამინების ბალანსი, შენი ზრდასრული ძაღლის ჯანსაღ განვითარებას უზრუნველყოფს. Brekkies-ის პროდუქციის შერჩევა შენი ცხოველებისათვის, ველიზე ონლაინ შეგიძლია. შეძენილ პროდუქტებს კი თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ. 
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.