ბავშვის ფიზიკური თუ გონებრივი განვითარებისთვის ეზოს აქტივობები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. VELI.store-ზე მარტივად შეგიძლია აღმოაჩინო სასურველი ნივთები, მათ შორის წყლისა თუ ქვიშის სათამაშოები და სპორტული თამაშები.
აღმოაჩინე ეზოს სათამაშოები ველიზე
ზაფხულის ცხელ დღეებში ბავშვების გრილი გართობისთვის მოსახერხებელია Koopman, წყლის სასრიალო. სათამაშო პოლიპროპილენის მასალისგან არის დამზადებული და ზომით საკმაოდ დიდია (480 X 145 სმ). სასრიალოს მოთავსება შესაძლებელია ეზოში, ბაღში ან სხვა ღია სივრცეში. სათამაშოს მოცულობიდან გამომდინარე, მისი გამოყენება ბავშვებისთვის 5 წლის ასაკიდან არის რეკომენდებული. ველიზე ზღვის და აუზის სეზონისთვის ასევე შეგხვდება Best Sporting, წყლის კამერა.
წყლის სათამაშოებთან ერთად ველიზე დაათვალიერებ ADDO-ს ქვიშის სათამაშო ნაკრებს. კომპლექტში ერთიანდება სხვადასხვა ზომის ქვიშის ფორმები. პროდუქტი პლასტმასის მასალისგან არის დამზადებული და რეკომენდებულია ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან. ამ კომპლექტთან ერთად, ველიზე აღმოაჩენ Technok-ის ქვიშაში სათამაშო სათლს და ნიჩაბს.
დაათვალიერე ველოსიპედები და გორგოლაჭები
ეზოს სათამაშოებიდან ბავშვებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს Miqilong, თვითგორიალა. ეს მოწყობილობა ეხმარება მცირეწლოვანს საკუთარი წონის ბალანსის შენარჩუნებაში და უმარტივებს მას ფიზიკური უნარების განვითარებას. თვითგორიალა იკეცება, რაც ამარტივებს ნივთის სხვადასხვა ადგილას ტრანსპორტირებას. მოწყობილობას აქვს განათებული (LED) წინა ბორბლები და სიმაღლის მიხედვით რეგულირებადი საჭე.
მხიარული ფიზიკური აქტივობისთვის კარგი ვარიანტია გორგოლაჭები. პროდუქტს კომპლექტში ასევე თან მოყვება ჩაფხუტი და სამუხლეები. გორგოლაჭების ბორბლები კაუჩუკის მასალისგან არის დამზადებული, ხოლო დანარჩენი ნაწილები მაღალი ხარისხის პლასტმასისგან.
შეარჩიე ეზოს საბავშვო ატრაქციონები
ეზოს თამაშებიდან ბავშვებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელია ბატუტი. ეს მოწყობილობა 260 სმ სიმაღლის არის და თან ასასვლელი კიბეც მოყვება. ბატუტის მაქსიმალური დატვირთვა 120 კილოგრამია. მყარი განთავსებისთვის მოწყობილობას კომპლექტში ასევე ერთიანდება 6 ცალი მეტალის ფეხი. თავგადასავლების მოყვარული ბავშვებისთვის კი ველიზე IkoKids, კარავი შეგხვდება.
საბავშვო თამაშები ეზოში წარმოუდგენელია სპორტული აქსესუარების გარეშე. ველიზე აღმოაჩენ ფეხბურთის თუ რაგბის ბურთებს. შეარჩიე სასურველი ნივთები სათამაშოების კატეგორიაში, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.





