ქართული ლიტერატურის ყველაზე ადრეული ძეგლებიც, სწორედ ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურას უკავშირდება. ქართული ლიტერატურისთვის გარდამავალი ეტაპი „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ გახდა, რის შემდეგაც უკვე სრულად საერო ლიტერატურის შექმნა დაიწყო, რაც მეთორმეტე საუკუნეში „ვეფხისტყაოსნით“ დაგვირგვინდა.
მართალია, ,,ვეფხისტყაოსნის'' შინაარსი და პერსონაჟების ხასიათი უკვე კარგად ცნობილია, თუმცა ჯობს უფრო საფუძვლიანად გაეცნო ამ, არც ისე რთულად, წასაკითხ წიგნს. VELI.store-ზე ნახავ პალიტრა L-ის გამოცემულ ვეფხისტყაოსანს, ასევე, ლიტერატურის ეს ნიმუში შეგიძლია წაიკითხო პროზაული სახით და შეიძინო ვეფხისტყაოსნის პროზაული ვერსია.
როგორ შევარჩიოთ წიგნები ბავშვებისთვის
მხატვრული ლიტერატურა, ადრე დატვირთული იყო პეიზაჟების თუ სხვადასხვა ცხოველის დეტალური აღწერით. დღეს ყველა ბავშვმა იცის, როგორ გამოიყურება თითოეული მათგანი, ამიტომ უმჯობესია თანამედროვე წიგნებით შეაბიჯოს ფეხი ბავშვმა ახალ სამყაროში, რათა ის მოსაწყენი არ გახდეს მისთვის. უმრავლესობისთვის ცნობილია, რომ ჰარი პოტერი თითოეული პატარა მკითხველის საყვარელი საკითხავია, ამიტომ ჯობს უკვე ნაცადი გზებით იარო. თუმცა, რასაკვირველია არის ისეთი საბავშვო წიგნები, რომლებიც არ ძველდება და ყველა დროის ბავშვისთვის საყვარელი მეგობარი გახდება ვინი პუჰი.
კარგი არჩევანი იქნება ქართული საბავშვო მოთხრობების ანთოლოგია, სადაც შეგხვდება განსხვავებული დრო და სივრცე, მსოფლმხედველობა და კონცეფცია, ჟანრი თუ ფორმა. ამ წიგნში მრავალ ავტორსა და პერსონაჟს შეხვდები. წაიკითხავ ლიტერატურულ თუ ხალხურ ზღაპარს, რეალურ და ფანტასტიკურ ამბებს, სოფელს, ქალაქს და დროში მოგზაურობასაც კი. ეს წიგნი კიდევ ერთი, ახალი საკითხავია ბავშვებისთვის, სადაც მათ ბევრი საინტერესო ამბავი დახვდებათ.
როგორ შევარჩიოთ კლასიკური ლიტერატურა
თუ ახალბედა მკითხველი ხარ, ჯობს კითხვა არ დაიწყო ისეთი ავტორებით, რომლებიც ცნობილნი არიან რთული ენით, უყვართ გრძელი წინადადებები და ზოგჯერ უაბზაცოდ წერა. ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი შეიძლება იყოს აკუტაგავას ნაწარმოები იყოს, რომელიც მრავალფეროვან თავგადასავალს გთავაზობს ძველ იაპონიაში, ბევრი პერსონაჟი თავს მეგობარივით შეგაყვარებს, ხოლო აკუტაგავას სამყაროს განსხვავებული ხედვა და მისი საოცარი სამყარო ბევრ სიახლეს აღმოგაჩენინებს.
საშინელებათა ჟანრი, მისტიკა და დეტექტივი გასართობ, მსუბუქ საკითხავად მიიჩნევა. თუმცა ზოგჯერ, დიდებულ ნაწარმოებებს ავტორები გასართობი ჟანრების ქურქში ფუთავენ, რისი შესანიშნავი მაგალითიც დეტექტიურ ნოველად შექმნილი ,,მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში’’ შეიძლება იყოს. საშინელებათა ჟანრიდან კი, თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი პოპულარული გამოცემა - ,,ჩიტის სახლი’’.
როგორ შევარჩიოთ თანამედროვე ლიტერატურა
თანამედროვე ლიტერატურის გაცნობა შეგიძლია მიშელ უელბეკით დაიწყო. „ელემენტალური ნაწილაკები“ მწერლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ამავე დროს, თამამი ნაწარმოებია, რომელიც სასიამოვნო დროს გაგატარებინებს. შესანიშნავი საკითხავია „შანტარამი“, რომელიც ავსტრალიის მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაქცეული პატიმრის ამბავს გვიყვება. მსჯავრდებულისას, რომელიც მეორე სიცოცხლეს ინდოეთში იპოვის და შანტარამი გახდება.
თვალი გადაავლე პრემია „საბას“ 2022 წლის გამარჯვებულებს, თემო რეხვიაშვილის „კურიერის ამბები“ ახალგაზრდა კაცის ცხოვრების ფრაგმენტებისგან შედგება. მთხრობელი პროფესიით მსახიობია, რომელიც თავს კურიერობით ირჩენს და თვითირონიით აღწერს იმ მწარე რეალობას, რომელშიც მას თავის გატანა უხდება ყოველდღიურად.
როგორ შევიძინოთ წიგნები ონლაინ
იმისთვის, რომ წიგნები შეარჩიო სასაჩუქრედ, სახლში თუ აგარაკზე საკითხავად, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. VELI.store-ზე ნახავ როგორც უახლეს ბესტსელერებს ,,თანამედროვე ლიტერატურიდან’’, ასევე კლასიკურ ნაწარმოებს. გარდა ამისა, შენთვის სხვა საინტერესო საკითხავის მარტივად პოვნას ,,მხატვრული ლიტერატურის’’ ისეთ მიმართულებებში შეძლებ, როგორებიცაა: კომიქსი, დრამატურგია და პოეზია.
შეიძინე წიგნები დღესვე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისში, ადგილზე უფასო მიწოდებით.