კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
არაყი
ფილტრაცია
დალაგება:

არაყი

Finlandia, არაყი, 1 ლ.
Finlandia, არაყი, 500 მლ.
Absolut Blue, არაყი, 1 ლ.-20%
Absolut Blue, არაყი, 700 მლ.
Naud, ფრანგული არაყი, 700 მლ.-30%
Koskenkorva, არაყი, 1 ლ.
Grey Goose, ფრანგული პრემიუმ არაყი, 1 ლ.
Grey Goose, ფრანგული პრემიუმ არაყი, 4.5 ლ.
Grey Goose, ფრანგული პრემიუმ არაყი, 700 მლ.
20 პროდუქტის ჩვენება

არაყს მთელ მსოფლიოში სვამენ, მათ შორის საქართველოშიც ის საკმაოდ პოპულარულია. არც არის გასაკვირი, არაყი მარტივი სასმელია, თუ ალკოჰოლის შეგრძნება გინდა, მასზე სწრაფი საშუალება ძნელად მოიძებნება. 
 

როგორ განვასხვაოთ კარგი არაყი ცუდისგან
 

კლასიკური არაყი არის ალკოჰოლური სასმელი, რომელიც შედგება მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან - მეთილის სპირტისა და წყლისგან. ძნელია მისი გაფუჭება, თუ ორივე კომპონენტი მაღალი ხარისხისაა. ასეთ სასმელს პრაქტიკულად არ აქვს სუნი და გემო, ადვილი დასალევია და მისი გონივრული რაოდენობით დალევის შემდეგ ნაბახუსევი არ უნდა გქონდეს. სხვა საქმეა ფალსიფიცირებული პროდუქტი, რომელიც დაბალი ხარისხის ნედლეულისგან მზადდება ტექნოლოგიის დარღვევით. უფრო მეტიც: არალეგალურად წარმოებული ალკოჰოლის დალევა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშიც იყოს. თუმცა, VELI.store-ზე ნახავ როგორც, ხარისხიანი არყის უზარმაზარ ასორტიმენტს, ასევე შეგიძლია აქ შეარჩიო საუკეთესო სკოჩი და ირლანდიური ვისკი, რომელიც შენს ბოჰემურ საღამოებს, ნამდვილ დღესასწაულად აქცევს.
 

ხარისხიანი სპირტი


არყის დასამზადებლად გამოიყენება რექტიფიკაციით მიღებული სპირტი. დისტილატისგან განსხვავებით, ის არ ინარჩუნებს ნედლეულის გემოს და არომატს, ამიტომ პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციო რამდენად კარგად არის დამუშავებული და არა იმას, რისგან არის დამზადებული. GOST-ის მიხედვით, არყის წარმოებაში გამოიყენება ოთხ საფეხურიანი გაწმენდით დამზადებული სპირტი და მიიღება ოთხი ხარისხის სპირტი: 
 

ბაზისი და ექსტრა - ისინი მზადდება ნებისმიერი მარცვლეულის, კარტოფილის, ან სახამებლის შემცველი სხვა პროდუქტების ნარევისგან, რომლებსაც ის 60%-მდე შეიძლება შეიცავდეს. პროდუქტი შეიცავს არაუმეტეს 0,05-0,02% მეთილის სპირტს. ასეთი სპირტისგან დამზადებული არაყი წარმოადგენს ბიუჯეტური, მასობრივი წარმოების სასმელს. 
 

ლუქსი - დამზადებულია მარცვლეულის ნარევიდან კარტოფილის დამატებით, მაგრამ ეს უკანასკნელი 30%-ზე მეტი არ უნდა იყოს. მეთილის სპირტის წილი პროდუქტში არ აღემატება 0,02%-ს. 
 

ალფა - იწარმოება მხოლოდ ხორბლისა და ჭვავისგან ან მათი ნარევისგან. მეთილის სპირტის შემცველობა არ აღემატება 0,003%-ს და გამოიყენება მაღალი ხარისხის არყის დასამზადებლად. Shabo Extra და Hlibny Dar ორივე, საუკეთესო ხარისხის უკრაინულ არყებს წარმოადგენს. Shabo Extra - შექმნილია უმაღლესი ხარისხის სპირტისგან - 100% ხორბლის პროდუქტისგან. გამოყენებულია ექსკლუზიურად შერჩეული რბილი ხორბალი, რომელიც გაიზარდა უკრაინის კარპატების რეგიონის საუკეთესო მიწებზე. ხლიბნი დარ ასევე, უკრაინული წარმოშობის კლასიკური არაყია, რომელიც მზადდება სუფთა ინგრედიენტებით, აქვს გამჭვირვალე შეფერილობა და სასიამოვნო, გამაგრილებელი გემო.
 

გემრიელი და ჯანსაღი წყალი
 

წყალი მაღალი ხარისხის არყის მეორე მთავარი კომპონენტია. მნიშვნელოვანია რომელ წყალს ხმარობს მწარმოებელი: არტეზიულ, წყაროს თუ მყინვარების გამდნარ წყალს. საყურადღებოა, რომ არ იყოს გამოხდილი - ასეთი წყალი უბრალოდ უგემური იქნება. დისტილირებისას წყლის მომზადების პროცესში მას აშორებენ რკინას, ხისტ მარილებს, იხსნება სულფატები, ქლორიდები, ფტორები, რომლებიც სასმელს უსიამოვნო გემოს აძლევს და სხვა მინარევები. არყის მწარმოებელ ერთ-ერთ საუკეთესო ბრენდად Finlandia მიიჩნევა. ეს ფინური არაყია სასიამოვნო გემოთი და არომატით. ასევე, კარგი არჩევანი იქნება შვედური Absolut. Absolut Kurant არის Absolut Vodka-ს ერთ-ერთი საუკეთესო სახეობა და მზადდება ექსკლუზიურად, ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. მას აქვს შავი მოცხარის - ტიპური შვედური კენკრის - არომატი და არ შეიცავს შაქარსა და სხვა არაბუნებრივ დანამატებს.
 

სწორი ტექნოლოგია 
 

არაყი ჩამოსხმამდე ფილტრაციის რთულ სისტემას გადის. ჯერ ის გადის კვარცის ქვიშის ფენაში, შემდეგ კი გააქტიურებული ნახშირბადის ბატარეებში. პრემიუმ სეგმენტის პროდუქტებისთვის დამატებითი გამწმენდა გამოიყენება კვერცხის ცილით, რძით და ძვირფასი ლითონებით. თუ ხარისხიან არაყს ეძებ, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება Grey Goose. ეს არის პრემიუმ არაყი საფრანგეთიდან, კერძოდ, კონიაკის რეგიონიდან. მასში იგრძნობა დახვეწილი არომატი და აქვს გამორჩეულად რბილი გემო, რომელიც მიიღწევა თავდაპირველი სითხის ხუთჯერადი დისტილაციით. გარდა უცხოური არყებისა, VELI.store-ზე ადგილზე უფასო მიწოდებით, ასევე შეგიძლია შეიძინო სამამულო წარმოების ალკოჰოლური სასმელები. ალბათ გსმენია თაფლის არყის განსაკუთრებული თვისებების შესახებ. მილდიანის თაფლუჭი ძველი სვანური მეთოდით თაფლისგან მიღებული სასმელია. მის დასამზადებლად გამოყენებულია მაღალი ხარისხის ნატურალური მინდვრის თაფლი, გამოირჩევა განსაკუთრებული თაფლის გემოთი და არომატით.
 

როგორ შევიძინოთ არაყი ონლაინ
 

იმისთვის, რომ არაყი შეარჩიო სასაჩუქრედ, აგარაკზე თუ ქალაქგარეთ ბუნებაში დროის გასატარებლად, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. VELI.store-ზე ნახავ საუკეთესო ხარისხის უცხოური და ქართული წამყვანი ბრენდების არაყს და შეგიძლია უგემრიელესი საღამო მოიწყო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად დროის მხიარულად გასატარებლად. შეიძინე არაყი დღესვე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისში ან აგარაკზე, ადგილზე უფასო მიწოდებით.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.