კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ღვინო & ცქრიალა
ფილტრაცია
დალაგება:

ღვინო & ცქრიალა

Moet & Chandon Brut, შამპანური, ბრუტი, 750 მლ.-35%
159.00246.40
Moet & Chandon Brut, შამპანური, ბრუტი, 750 მლ.
20 პროდუქტის ჩვენება

ღვინო ალკოჰოლურ სასმელებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ველიზე ცქრიალა, თეთრი და წითელი ღვინის დიდი არჩევანი დაგხვდება, რომ შენი სადღესასწაულო აღნიშნვა თუ სხვა სუფრა გამორჩეული სასმლით გაამდიდრო.


ქართული ღვინო VELI.store-ზე

 

ველიზე ქართული და არაქართული წარმოების, სხვადასხვა სახის ღვინოს შეხვდები. საქართველოში ღვინოს 8000 წლიანი წარმოების ისტორია აქვს, ამიტომაც ქართული ღვინის მრავალი სახეობა და დაყენების სხვადასხვა ტექნოლოგია არსებობს. განსაკუთრებით პოპულარულია კახური, რაჭული და იმერული ღვინო. შეარჩიე და შეიძინე კახური ღვინო ველიზე სახლიდან გაუსვლელად. 

კახური ღვინის შერჩევისას, კარგი ვარიანტია რქაწითელის უნარი, თეთრი მშრალი პეტნატი 11.5%-იანი ალკოჰოლის შემცველობით. ღვინო შიდლური რქაწითელის ყურძნის ჯიშისგანაა დამზადებული და სასიამოვნო გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. 

 

რაჭულ ღვინის არჩევის შემთხვევაში, შესაძლოა ასკანელის ხვანჭკარა, კუპაჟი, წითელი ნახევრადტკბილი ღვინო მოგეწონოს. კლასიკური ქართული ღვინო მუხის კასრის ტექნოლოგიითაა დამზადებული, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ყურძნის ჯიშებისაგან.


თუკი არჩევანს იმერულ ღვინოზე შეაჩერებ, ლაგვინარის ცოლიკოური, თეთრი მშრალი ღვინო შესაძლოა შენთვის საინტერესო აღმოჩნდეს. ღვინო 8 სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგანაა მიღებული და ქვევრში ფერმენტაციის ტექნოლოგიითაა გამოხდილი.


ველიზე შეგიძლია ასევე ქართული ცქრიალა ღვინო აღმოაჩინო. იმ შემთხვევაში, თუ პრემიუმ კლასის, დახვეწილ ცქრიალა ღვინოს ეძებ, შეიძლება ვაზისუბნის მამულის ციცქა, თეთრი ნახევრადმშრალი ცქრიალა ღვინო მოგეწონოს. ციცქა იდეალურად ერწყმის ხიზილალას, ზეთისხილს, ფრანგულ ყველს, მარწყვსა და ვაშლს.


უცხოური ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი


ქართული ღვინის გარდა, ველიზე უცხოური ღვინის ფართო ასორტიმენტიც დაგხვდება. თუ ფრანგული ღვინის შეძენას გადაწყვეტ, ველიზე  Joseph Fritsch-ის Riesling, თეთრ, მშრალ ღვინოს დაგხვდება. ღვინო რიზლინგის ყურძნის ჯიშისგან, ევროპული ტექნოლოგიითაა დამზადებული. სასმელი განსაკუთრებულად უხდება თევზს, მოლუსკებს, თეთრ ხორცსა და მჟავე კომბოსტოს.

 

საფრანგეთი ასევე ცნობილია შამპანურის წარმოებით. ნამდვილი შამპანური საფრანგეთში, შამპანის რეგიონში იწარმოება და სახელწოდებაც აქედან გამომდინარეობს. ველიზე Moet & Chandon Brut, შამპანური, ბრუტი შეგხვდება, 12%-იანი ალკოჰოლის შემცველობით. შამპანური პინო მენიერის, პინო ნუარის და შარდონეს ყურძნის ჯიშებისგანაა დამზადებული და ხილის არომატით ხასიათდება.

 

თუკი შამპანურის შედარებით ბიუჯეტურ ვარიანტს ეძებ, შეგიძლია იტალიური შუშხუნა ღვინო, პროსეკო და ღვინის ნაირსახეობები დაათვალიერო. განსაკუთრებული განწყობის შესაქმნელად კი შეარჩიე სადესერტო შემაგრებული ღვინო VELI.store-ზე შენი ინტერესების შესაბამისად.

ველიზე შეძლებ შენთვის სასურველი ცქრიალა & შამპანური მარტივად შეარჩიო, შენი საჭიროებებისა და გემოვნების მიხდევით. ონლაინ შერჩეულ პროდუქტს თბილისის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე, მიტანის საფასურის გარეშე მიიღებ.

 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.