კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
წითელი ღვინო
ფილტრაცია
დალაგება:

წითელი ღვინო

The Chocolate Block, კუპაჟი, წითელი ღვინო, 2020 წ.
20 პროდუქტის ჩვენება

წითელი ღვინო, თავისი კლასიკური გაგებით, ინტენსიური, მკაფიო გემოებითა და მუქი შეფერილობით  გამოირჩევა, რასაც შესაბამისი ყურძნის ფერმენტაცია განაპირობებს.

 

VELI.store-ზე წითელი ღვინის არაერთ სახეობას შეხვდები, რომლებიც ერთმანეთისგან ფერითა და გემოვნური თვისებებით განსხვავდება. აქ თავმოყრილია საერთაშორისოდ ცნობილი და ყველაზე მოთხოვნადი წითელი ღვინის სახეობები: მერლო, კაბერნე სოვინიონი, შავი პინო, მერლო და სხვა. რაც შეეხება ქართული ვაზის ჯიშებისგან დაწურულ ღვინოს, ველი ციფრულ დახლებზე იპოვი: საფერავის, ხვანჭკარას, ალექსანდროულის, მუზუკანის უნიკალურ ბოთლებს. 

 

როგორ შევარჩიოთ წითელი ღვინო ონლაინ

 

ჩვეულებრივ, წითელ ღვინოში ალკოჰოლის ოდენობა 15%-მდეა. თუ მასში ანტიოქსიდანტების მაღალ შემცველობასაც გავითვალისწინებთ, იგი, არა მხოლოდ სასიამოვნო მისართმევი, არამედ, ჩვენი ჯანმრთელობისთვის სარგებლის მომტანიც შეიძლება იყოს. გარდა ამისა, წითელი ღვინო იდეალურია ყველთან, წითელ ხორცის კერძებთან, მაკარონთან ან სხვა ცომეულთან, რაც ვახშისთვის საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს გვიტოვებს. 

 

წითელი ღვინის შერჩევისას, როგორც შენი გემოვნება, ასევე გარემოება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, საღამოს წვეულებისთვის, სადაც ბევრი განსხვავებული ადამიანი მოიყრის თავს, De Trafford, Merlot, წითელი მშრალი ღვინო ყველაზე უსაფრთხო, ოპტიმალური არჩევანი იქნება, მისი დაბალანსებული სიმსუბუქისა და უნივერსალური გემოვნური თვისებების გამო. 

 

რომანტიკული ვახშმისთვის პინო ნუარი იდეალურია, შეგიძლია სცადო Sileni წითელი მშრალი, 2015 წ. ან Villa Maria, Pinot Noir, წითელი მშრალი ღვინო. ორივე მათგანს საკმაოდ ღრმა, ინტენსიური არომატი აქვს, რაც ხანგრძლივი საუბრებისა და თავისუფალი განწყობებისთვის ნამდვილად შესაფერისია. 

 

თუ ქართული ჯიშების მოყვარული ხარ, ჩვენი ღვინის გამორჩეულ წარმომადგენლებს, როგორიცაა: ალექსანდროული, ქინძმარაული, მუკუზანი, ოჯალეში, ახაშენი და სხვა, ალბათ უკვე იცნობ. ამ ჯიშებიდან ველიზე ყველაზე უნიკალურ ბოთლებს შეხვდები. ეს შეიძლება იყოს Tbilvino Mukuzani Special Reserve წითელი მშრალი ან ილდიანის ქინძმარაული, საფერავი - წითელი ნახევრადტკბილი ღვინო.


იშოპინგე ონლაინ, VELI.store-ის ციფრულ მაღაზიაში, დაათვალიერე ბარი&მეტი-ის კატეგორია, სადაც ალკოჰოლური სასმელებისა და ბარის აქსესუარების მრავალფეროვან ჩამონათვალს შეხვდები, შერჩეული პროდუქტის შეძენისას კი უფასო მიტანის სერვისით, საქართველოს ყველა რეგიონში ისარგებლებ. 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.