სასწორი მნიშვნელოვანი აქსესუარია, რომ შენი წონა და შესაბამისად, ჯანმრთელობა აკონტროლო. ველიზე სასწორების დიდი არჩევანი დაგხვდება, განსხვავებული ფორმითა და დიზაინით, შენთვის სასურველის შერჩევას კი ონლაინ მარტივად შეძლებ.
აარჩიე შენთვის სასურველი სასწორი VELI.store-ზე
სასწორების შერჩევისას მნიშვნელოვანი ფაქტორია სენსიტიურობა, თუ რამდენად სწრაფად და ზუსტად აღიქვამს სასწორი წონას. ამიტომაც თეთრი, დახვეწილი დიზაინის ETA 678190000 Vital ძლიერი სენსორებით კარგი ვარიანტია. სასწორს აქვს მონაცემთა სინქრონიზაციის ფუნქცია სხვადასხვა აპლიკაციასთან და თან მოჰყვება მოცურების საწინააღმდეგო სადგამი.
წონის კონტროლისათვის, Melissa 16690073 ასევე იდეალური არჩევანი შეიძლება აღმოჩნდეს. სასწორი არამხოლოდ ზუსტად აფიქსირებს სხეულის წონას, არამედ ზომავს სხეულის ცხიმს, წყლის შემცველობას ორგანიზმში, კუნთების მასას, ძვლის მასასა და სხეულის მასის ინდექსს (BMI). ხასიათდება დახვეწილი დიზაინითა და კომპაქტურობით.
ველიზე ასევე Sollex SL130 შეგიძლია აღმოაჩინო LCD ეკრანით. სასწორს ავტომატური გათიშვის ფუნქცია აქვს და 180 კილოგრამამდე წონის სიზუსტით ამოცნობა შეუძლია. სოლექსი მინისგანაა დამზადებული და მარტივი შესანახია, მცირე ზომიდან გამომდინარე.
თუ წონის კონტროლი შენთვის მნიშვნელოვანია და აქტიური ცხოვრების წესს მისდევ, შესაძლოა ველის კატეგორია ფიტნესი & იოგა შენთვის საინტერესო აღმოჩნდეს. კატეგორიაში სხვადასხვა სავარჯიშო აქსესუართან ერთად, სპორტულ ფეხსაცმელებსა და საკვებ დანამატებსაც აღმოაჩენ.
სასწორების გარდა, ველიზე შენი თავის მოვლის რუტინა გასამარტივებლად, ეპილატორები & მინი ტრიმერები შეგიძლია შეარჩიო. დაათვალიერე და შეარჩიე ტექნიკა თავის მოვლისა თუ სხვა მიზნებისთვის ველიზე ონლაინ და მიიღე შენაძენი იმავე დღეს, თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით.
ტექნიკის ფართო ასორტიმენტი ონლაინ
იმ შემთხვევაში, თუ სამზარეულოს ტექნიკა გჭირდება, რომ შენი კვების რაციონი ეფექტურად აკონტროლო, ველიზე ჯანსაღი საკვების მოსამზადებლად სხვადასხვა პროდუქტს აღმოაჩენ. მაგალითისათვის, შესაძლოა აეროგრილები შენთვის მოსახერხებელი საშუალება აღმოჩნდეს, რომ გემრიელი საკვები სწრაფად, ზედმეტი ცხიმის გარეშე მოამზადო.
ფრეშებისა და ნატურალური წვენის მომზადებას კი მრავალფეროვანი ფუნქციების მქონე წვენსაწურები გაგიმარტივებს. წვენსაწური სწრაფად დააქუცმაცებს ხილსა და ბოსტნეულს, რაც წვენის გარდა, ხილფაფის მიღების კარგი შესაძლებლობაა.
საჭმლის ჯანსაღად მომზადებასთან ერთად, სასურველია სწორად განსაზღვრო ულუფის მოცულობა. ასეთი შემთხვევისათვის თანამედროვე სამზარეულოს სასწორები გამოგადგება. სამზარეულოს სასწორი 1 გრამიდან 7 კილოგრამამდე წონას აღიქვამს, რაც კარგი საშუალებაა მზადების პროცესში რეცეპტში მოცემული დოზები ზუსტად გათვალო.
წვრილი ტექნიკის გარდა, ველიზე შეგიძლია მსხვილი ტექნიკაც აღმოაჩინო. ველიზე სარეცხი მანქანების, მაცივრების, კონდიციონერების, ჩასაშენებელი ღუმელებისა და სამზარეულოს გამწოვების დიდი არჩევანია. შეარჩიე და შეიძინე მსხვილი ტექნიკა ფასდაკლებით VELI.store-ზე შენი საჭიროებების შესაბამისად. ველიზე შერჩეულ ნებისმიერ ნივთს საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ წერტილში, მიტანის საფასურის გარეშე მიიღებ.