VELI.store-ის ონლაინ მაღაზიაში 5 სხვადასხვა სახის ვერმუტს შეხვდები. ვერმუტი არომატიზირებული, სასიამოვნოდ დასალევი, შემაგრებული ღვინოა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ორი სახის, ტკბილი და მშრალი არსებობდა. დღეს კი ვერმუტებს თეთრი, წითელი, ვარდისფერი, ნახევრად ტკბილი, ბიტერისა და კოქტეილების რანგშიც იხილავ.
ველის ბარი & მეტის კატეგორიაში მრავალი დასახელების, პოპულარული და მომხმარებელთა რჩეული ბრენდების სასმელებს აღმოაჩენ. ვერმუტის გარდა, კატეგორიაში ლუდის, ლიქიორის, ვისკისა და რომის რჩეული ბრენდები შეგხვდება, რომელიც დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, მეგობრებთან ერთად განტვირთვის იდეალური საშუალება შეიძლება იყოს.
ველიზე თეთრი მუსკატისა და მოსკატო ბიანკოს ჯიშის ყურძნისგან დამზადებული სასმელი შეგხვდება. მაგალითად თეთრი, მშრალი ვერმუტი Cinzano კენკრისა და ციტრუსის ნოტებით ხასიათდება. მისი მკაფიო და ინტენსიური არომატი კი კაშკაშა, ენერგიულ და მხიარულ განწყობას აღვივებს. Cinzano Extra Dry იტალიური წარმოშობის ვერმუტია, რომელიც მეგობრებთან ერთად ბარში, წვეულებაზე ან დაბადების დღეზე ცივად შეგიძლია მიირთვა.
ალბათ იცი, რომ ვერმუტისგან ბევრი კლასიკური კოქტეილი მზადდება, მაგალითად ვერმუტი მარტინი, რობ როი, მანჰეტენი და ნეგრონი. VELI.store-ზე წარმოდგენილი ვერმუტები იდეალურად ეწრყმის ჯინის, არაყისა და ტონიკის გემოებს. თუ მეგობრები მოულოდნელად გესტუმრნენ და არ იცი რით გაუმასპინძლდე, გაიხსენე, რომ ვერმუტისგან რამდენიმე კოქტეილის მომზადება სახლში, დამოუკიდებლადაც შეგიძლია. საუკეთესო ვარიანტი კი კოქტეილი ადონისი შეიძლება იყოს. ამისთვის დაგჭირდება:
- ორი სუფრის კოვზი ტკბილი ვერმუთი, მაგალითად მარტინი როსო ან ბიანკო;
- ცოტა ფორთოხლის ცედრა;
- ორი სუფრის კოვზი შერი (თეთრი ყურძნისგან დამზადებული, შემაგრებული ღვინო)
- კიდევ ერთი ფორთოხლის ცედრა გარნირისთვის;
კოქტეილის უპირატესობა მის სიმარტივეშია. ადონისი სახლში, სულ რამდენიმე ინგრედიენტით შეგიძლია მოამზადო, საჭირო პროდუქტებს ველიზე მარტივად, ონლაინ შეიძენ, შენაძენი კი ზუსტად 3 საათში შენს კართან იქნება.