უფასო მიწოდება
•თეთრი მშრალი ვერმუტი.
•ყურძნის ჯიში: მოსკატო ბიანკო.
•ტექნოლოგია: უჟანგავი ფოლადის კასრი.
•ალკოჰოლის შემცველობა: 18%.
•ქვეყანა: იტალია.
•რეგიონი: ტურინი.
•არომატი: კენკრა, ციტრუსი.
•გემო: არომატული მწვანილები.
•ბოთლის ტიპი: შუშა.
•ფერი: გამჭვირვალე.
•მოცულობა: 1 ლ.
Cinzano Extra Dry გახლავთ იტალიის რეგიონ ტურინში დამზადებული თეთრი მშრალი ვერმუტი. მას აქვს ციტრუსისას და მწიფე კენკრის ინტენსიური არომატი, გემო კი ძალიან კაშკაშა, ენერგიული და მხიარულია, მასში იკვეთება არომატული ბალახებისა და მწვანილების ელემენტები. Cinzano Extra Dry რეკომენდებულია, მიირთვათ ცივად. ის შესანიშნავი ბაზაა კლასიკური კოქტეილებისათვის და იდეალურად ერწყმის ჯინის, არაყისა და ტონიკის გემოებს.
Cinzano-ს ვერმუტების ისტორია 1757 წლიდან იწყება, როდესაც ორმა ძმამ, ჯოვანი ჯაკომომ და კარლო სტეფანო სინზანომ, გადაწყვიტეს, ახალი ალკოჰოლური სასმელი შეექმნათ იტალიის ალპებში მოპოვებული არომატული მცენარეებისგან. სასმელი 35 ინგრედიენტისგან შედგებოდა და დიდი პოპულარობაც მოიპოვა, ნელ-ნელა კი ახალ-ახალი ვერმუტების შექმნაც დაიწყეს. დღეს ბრენდი ისევ აწარმოებს რამდენიმე სახის ცქრიალა ღვინოს და კომპანია Campari Group-ის საკუთრებაშია, რომელიც დაარსდა 1860 წელს და წამყვანი მოთამაშეა ძვირადღირებული ალკოჰოლის ბაზარზე. დღეისათვის ჯგუფის პორტფოლიო მოიცავს 50-ზე მეტ პრემიუმ და სუპერპრემიუმ ბრენდს, რომლებიც წარმოდგენილია მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.