ველის ციფრულ თაროებზე ავტომობილის მოვლისთვის უამრავ საჭირო პროდუქტს შეხვდები. ავტომობილის გარდა, ველის ავტო & მოტო კატეგორიის ასორტიმენტი მოტოციკლის, ველოსიპედისა და სკუტერების მოვლისთვის ყველა საჭირო აქსესუარს და პროდუქტს მოიცავს.
ძრავის ზეთებისა და ჰაერის ფილტრების გარდა, ავტომობილის გამართულად მუშაობაში დიდ როლს თამაშობს ანტიფრიზი. შესაბამისად, მისი სწორად შერჩევა და პერიოდულად გამოცვლა ნებისმიერი მძღოლისთვის პრიორიტეტულია.
ანტიფრიზები VELI.store-ზე
ანტიფრიზი არის დანამატი, რომლის 90% ეთილენგლიკოლის ან პროპილენგლიკოლისგან შედგება. ხოლო გამაგრილებელი სითხე 50% წყლისა და 50% ანტიფრიზის ნაერთს წარმოადგენს. ამიტომ, როდესაც არ მუშაობს გამაგრილებელი, მუშაობს ანტიფრიზი.
VELI.store-ის ანტიფრიზების კატეგორიაში სხვადასხვა პროდუქტს შეხვდები. IAT ანუ არაორგანული მჟავების ტექნოლოგიით დამზადებული ანტიფრიზები ველიზე G11 სახელწოდებით შეგხვდება. აქვე G11-ის ანტიფრიზებს მწვანე და ლურჯ ფერში აღმოაჩენ. ამ პროდუქტების გამოყენება ალუმინის ძრავაში რეკომენდებული არ არის, რადგან შესაძლოა ძრავის დეტალების აჩქარებული ცვეთა და წყლის ტუმბოს ნაწილების დაზიანება გამოიწვიოს.
ორგანული და ჰიბრიდული მჟავების ტექნოლოგიით დამზადებული ანტიფრიზები არის G12, G12+ და G13 ანტიფრიზი, რომლებსაც ველიზე ვარდისფერ და წითელ ფერებში აღმოაჩენ.
ანტიფრიზები ავტომობილის მოდელებისთვის
G13-ის განსხვავებით წინამორბედებისგან უმაღლესი თაობის ანტიფრიზებს მიეკუთვნება. G13 ანტიფრიზები დამზადებულია პროპილენგლიკოლის ბაზაზე. რეკომენდებულია შემდეგი მოდელის ავტომობილებისთვის:
- LAND-ROVER
- VOLKSWAGEN
- DAIMLER/MERCEDES-BENZ
ავტომობილის მოხმარებისას უამრავ პრობლემას შეიძლება გადააწყდე, რომელიც როგორც წესი მოულოდნელად იჩენს ხოლმე თავს. ასეთი პრობლემები შეიძლება იყოს აკუმულატორის გამოცვლა, მანქანის ავტო ხელსაწყოების დაზიანება ან სულაც ავტო ქიმიის რესურსის ამოწურვა.
მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი პრობლემების მოგვარება VELI.store-ის ონლაინ მაღაზიის მეშვეობით შეგიძლია. დაათვალიერე ველის ავტო & მოტო კატეგორია, შეარჩიე სასურველი პროდუქტი და მიიღე შენაძენი თბილისში 3 საათში, უფასო მიწოდებით.