კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ანტიფრიზი
ფილტრაცია
დალაგება:

ანტიფრიზი

20 პროდუქტის ჩვენება

ველის ციფრულ თაროებზე ავტომობილის მოვლისთვის უამრავ საჭირო პროდუქტს შეხვდები. ავტომობილის გარდა, ველის ავტო მოტო კატეგორიის ასორტიმენტი მოტოციკლის, ველოსიპედისა და სკუტერების მოვლისთვის ყველა საჭირო აქსესუარს და პროდუქტს მოიცავს. 
 

Ძრავის ზეთებისა და ჰაერის ფილტრების გარდა, ავტომობილის გამართულად მუშაობაში დიდ როლს თამაშობს ანტიფრიზი. Შესაბამისად, მისი სწორად შერჩევა და პერიოდულად გამოცვლა ნებისმიერი მძღოლისთვის პრიორიტეტულია.
 

მითია, რომ ძრავის სისტემის გამაგრილებელი სითხე და ანტიფრიზი ერთმანეთისგან არ განსხვავდება. Მთავარი განსხვავება ანტიფრიზსა და გამაგრილებელს შორის მათი დანიშნულებაა. Ანტიფრიზი არის დანამატი, რომლის 90% ეთილენგლიკოლის ან პროპილენგლიკოლისგან შედგება. ხოლო Გამაგრილებელი სითხე 50% წყლისა და 50% ანტიფრიზის ნაერთს წარმოადგენს. Მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც არ მუშაობს გამაგრილებელი, მუშაობს ანტიფრიზი. 


VELI.store-ის ანტიფრიზების კატეგორიაში პროდუქტს სამივე ჯგუფიდან შეხვდები. IAT ანუ არაორგანული მჟავების ტექნოლოგიით დამზადებული ანტიფრიზები ველიზე G11-ი სახელწოდებით შეგხვდება. G11-ის ანტიფრიზები ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ტრადიციული მეთოდით მზადდება. Ველიზე G11-ის ანტიფრიზებს მწვანე და ლურჯ ფერში აღმოაჩენ. Არ გამოგრჩეს, რომ G11-ის მწვანე და ლურჯი ფერის ანტიფრიზების ალუმინის ძრავაში გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან შესაძლოა ძრავის დეტალების აჩქარებული ცვეთა და წყლის ტუმბოს ნაწილების დაზიანება გამოიწვიოს.
 

ორგანული და ჰიბრიდული მჟავების ტექნოლოგიით დამზადებული Ანტიფრიზები არის  G12, G12+ და G13 ანტიფრიზი, რომლებსაც ველიზე ვარდისფერ და წითელ ფერებში აღმოაჩენ. Ორგანული და ჰიბრიდული ანტიფრიზები ჩასხმისთანავე იწყებენ კოროზიასთან ბრძოლას. Განსხვავებით G11-ისგან, G12, G12+ და G13 არ იწვევს ავტომობილის შიდა ნაწილის ლითონის ფენის დაზიანებას. 
 

G13 -ის განსხვავებით წინამორბედებისგან უმაღლესი თაობის ანტიფრიზებს მიეკუთვნება. G13 ანტიფრიზები დამზადებულია პროპილენგლიკოლის ბაზაზე. Რეკომენდებულია შემდეგი მოდელის ავტომობილებისთვის:

 

  • LAND-ROVER;
  • VOLKSWAGEN;
  • DAIMLER/MERCEDES-BENZ.

ავტომობილების მოდელების ვრცელი ჩამონათვალი იხილე აქ


ძველ ავტო ბაზარზე მხოლოდ მწვანე და ლურჯ ანტიფრიზებს შეხვდებოდი, დროის განვითარებასთან ერთად ბაზარზე გამოჩნდა ახალი, გაუმჯობესებული შემადგენლობის მქონე ანტიფრისზები როგორიცაა G12 და G12+, რომელიც ვარდისფერი და წითელი შეფერილობით ხასიათდება, ხოლო თანამედროვა ანტიფრიზების ბაზარზე პოპულარულია G13 ანტიფრიზი, რომელიც იისფერ ან სხვა მიახლოვებულ ფერში შეხვდებით. 
 

მანქანით მართვისას ალბათ გქონია მომენტი, როდესაც მანქანის შიდა ნაწილების ხმაური გაიგონე. Როგორც წესი ასეთ ხმაურს მძღოლები ხშირად აიგნორებენ ხოლმე, რაც პრობლემას კიდევ უფრო ართულებს.
 

ასეთი ხმაური ხშირად კოროზიით და მანქანის შიდა ნაწილების ერთმანეთთან ხახუნის შედეგად წარმოიქმნება, რაც ძრავის ზეთის გამოცვლის ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელია. ველიზე ძრავის ზეთების კატეგორიაში თანამედროვე ბაზარზე წარმოდგენილი ზეთები შეგხვდება, რომელიც 3 ძირითად ჯგუფად შეგიძვლია დავყოთ:
 

  1. Მინერალური;
     
  2. Სინთეტიკური;
     
  3. Ნახევრად სინთეტიკური;
     

ავტომობილის მოხმარებისას უამრავ პრობლემას შეიძლება გადააწყდე, რომელიც როგორც წესი მოულოდნელად იჩენს ხოლმე თავს. ასეთი პრობლემები შეიძლება იყოს აკუმულატორის გამოცვლა, მანქანის ავტო ხელსაწყოების დაზიანება ან სულაც ავტო ქიმიის რესურსის ამოწურვა.
 

მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი პრობლემების მოგვარება VELI.store -ის ონლაინ მაღაზიის მეშვეობით შეგიძლია. დაათვალიერე ველის ავტო მოტო კატეგორია, შეარჩიე სასურველი პროდუქტი და მიიღე შენაძენი თბილისში 3 საათში, სრულიად უფასოდ. 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.