კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ინტერიერის მოვლა
ფილტრაცია
დალაგება:

ინტერიერის მოვლა

20 პროდუქტის ჩვენება

მანქანაში პერიოდულად უამრავი მტვერი, ჭუჭყი და ნაგვის ნაწილაკები გროვდება, რომელიც ავტომობილის ინტერიერს აბინძურებს და მგზავრობას არც თუ ისე კომფორტულს ხდის. თუ გინდა, რომ მგზავრობის პროცესი უფრო კომფორტული გახდეს და ამასთანავე ავტომობილის პირვანდელი ინტერიერი დიდხანს შეინარჩუნო VELI.store-ზე ავტო მოტო კატეგორიაში ინტერიერის მოვლის საშულებების უნდა დაათვალიერო.


ველიზე შენი მანქანის მოვლისთვის ყველაფერს იპოვი. მანქანის ინტერიერის მოვლისთვის პოპულარული ბრენდების სპრეებს, ცვილს, ქაფებსა და სხვა საწმენდ საშუალებებს აღმოაჩენ. 
 

ავტომობილის ინტერიერის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სალონია, რომელსაც პერიოდულად სიღრმისეული წმენდა სჭირდება. გაითვალისწინე, რომ მანქანის ინტერიერის მოვლისას ისეთი საწმენდი საშუალება უნდა შეარჩიო, რომელიც ნაკლები ტოქსიკურობით, მძაფრი სუნითა და უსაფრთხოობით გამოირჩევა. მაგალითად თუ შენს ავტომობილს ტყავის სალონი აქვს VELI.store-ის ავტო ქიმიის დიდი ასორტიმენტიდან საუკეთესო ვარიანტი პროფის ავტომობილის ტყავის მოვლის საშუალებაა, რომელიც იცავს, ატენიანებს და აღადგენს ტყავის ნაწარმს. პროდუქტი ხელს უშლის ნებისმიერი ტყავის ნაწარმის გახუნებას, დასკდომასა და ნაადრევ ცვეთას. 


მანქანის ინტერიერის მოვლა ძველი აქსესუარების გამოცვლასა და ახალი დეტალების დამატებას გულისხმობს. Მათ შორის ისეთი აქსესუარების, რომელიც მანქანის ინტერიერს ერთგვარ ხასიათს ანიჭებს, რაც მგზავრობას სასიამოვნოს, კომფორტულს და მყუდროს ხდის. ველიზე შეხვდები:
 

  • ინტერიერის ლედ აქსესუარებს, რომელიც მანქანის ინტერიერის განათებისა და მყუდრო გარემოს შესაქმნელად შეგიძლია კრეატიულად გამოიყენო;
     
  • სხვადასხვა ფორმის, დიზაინისა და ზომის გასაღების საკიდებს, რომელიც ერთხელ მაინც მიიქცევს შენი მეგობრების ყურადღებას;
     
  • უნივერსალური ფორმის სხვადასხვა ბრენდის ჩასაფენ ხალიჩებს, რომელიც მანქანაში სისუფთავის შენარჩუნებაში დაგეხმარება. ამასთან მისი მოვლა მარტივია, რაც დამატებით შენს დროსა და ენერგია დაზოგავს. 


ალბათ გქონია მომენტი, როდესაც მეგობრის ან ნაცნობი ადამიანის ავტომობილში ჩაჯექი და მისი სახასიათო არომატი იგრძენი. ყველა ავტომობილის ინტერიერს ემჩნევა სახასიათო სურნელი. თუ გინდა რომ შენი მანქანის ინტერიერი სასიამოვნო არომატს და შეგრძნებებს აღვივებდეს, ველიზე მანქანის ინტერიერის მოვლის კატეგორიაში არომატიზატორების დიდ არჩევანს უნდა გადაავლო თვალი. შეხვდები 300 მლ -იდან 500 მლ-მდე მოცულობის არომატიზატორებს, რომელიც მანქანაში სასიამოვნო და სახასიათო სურნელის შექმნაში დაგეხმარება. 


ინტერიერის მოვლა მხოლოდ აქსესუარებით, განათებითა და არომატიზატორებით არ შემოიფარგლება. მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნაწილი შიდა ტექნიკის, ძრავისა და სხვა ნაწილების მუდმივი მოვლაა, რაც შენს ავტომობილს სიცოცხლისუნარიანობას დიდი ხნის მანძილზე შეუნარჩუნებს. VELI.store-ზე ძრავისა და ტექნიკის მოვლის უამრავ საშუალებას შეხვდები. მაგალითად:
 

  • აღმოაჩენ ავტომობილის გამაგრილებელი სისტემის გამოსარეცხ სითხეებს, რომელიც სისტემის შიდა ნაწილებს სიღრმისეულად გაწმენდავს;
     
  • ძრავის საწმენდ ქაფს, რომელიც ძრავის მუშაობის შედეგად დაგროვილ რთულად მოსაცილებელ ჭუჭყს მარტივად გაუმკლავდება;
     
  • შეხვდები წყლისა და ზეთის წვეთების შემაკავებელ, სპეციალურ ხსნარებს;
     
  • საწვავის სისტემის პროფესიონალურ სითხეებსა და სხვა;


ველის ავტო მოტო კატეგორია მდიდარია მანქანის ინტერიერის მოვლის პროდუქტებით. ინტერიერის მოვლის გარდა შეიძლება დაგჭირდეს ავტომობილისთვის ისეთი აქსესუარები როგორიცაა: მანქანის საღებავები, ავტო ხელსაწყოების ნაკრები და სხვა პროდუქტები.
 

მათი შეძენა კი მარტივად, სახლიდან გაუსვლელად ველიზე ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი. არ დაგავიწყდეს, რომ შენაძენს ზუსტად 3 საათში მიიღებ. თუ შენაძენი რეგიონიდან გააკეთე კუთვნილი ნივთის მიღებას სულ რაღაც 3 -5 სამუშაო დღეში შეძლებ. 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.