აკუმულატორი მანქანისთვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოქმნის ელექტრომუხტს, რომელიც ძრავას გადაეცემა, შედეგად კი იწყება მისი მოძრაობა. მანქანას დაქოქვის შესაძლებლობა სწორედ ამ პროცესის საშუალებით ეძლევა. VELI.store-ზე შეგიძლია შეარჩიო ისეთი ბრენდის აკუმულატორები, როგორებიცაა:
ზამთრის სეზონზე მხოლოდ გამძლე აკუმულატორი არ იქნება საკმარისი, ამიტომ ანტიფრიზიც შეგიძლია მოიმარაგო.
შეარჩიე შენთვის სასურველი აკუმულატორები ფასდაკლებით და მიიღე შენაძენი 3 საათში ადგილზე უფასო მიწოდებით.
აკუმულატორის ტევადობა
სიმძლავრის ტევადობა ნებისმიერი აკუმულატორის ერთ-ერთი მთავარი პარამეტრია, რომელიც ამპერ-საათებში იზომება (A h, Ah). ტევადობა მარტივად იმას ნიშნავს, რამდენჯერ შეძლებ ამ აკუმულატორით მანქანის დაქოქვას. მსუბუქ მანქანებზე, ძრავის მოცულობისა და ტიპის მიხედვით, აკუმულატორის სიმძლავრის ტევადობა შეიძლება 45-დან 66 Ah-მდე მერყეობდეს. ყველაზე გავრცელებული 60 Ah სიმძლავრის აკუმულატორებია - რომლითაც აღჭურვილია 1.3-დან 1.9 ლიტრამდე ბენზინის ძრავის უმეტესი მანქანა.
გამორჩეული ტევადობის აკუმულატორებს აწარმოებს ბრენდი Topla. კომპანია 2000 წელს კორეაში შეიქმნა და დღემდე აქტიურად საქმიანობს, მათ შორის აწარმოებს კარტრიჯებსა და აკუმულატორებს. Topla-ს ბრენდის E100V აკუმულატორის, სასტარტო ვოლტაჟი 12 V-ია, ტევადობა 100 Ah-ს შეადგენს, ხოლო “ცივი” სტარტის სიმძლავრე 800 ამპერია საათში. მოწყობილობის შეძენა ველიზე 20%-იანი ფასდაკლებით შეგიძლია.
ველიზე ასევე აღმოაჩენ გერმანული ბრენდის WEIMAR-ის აკუმულატორს, რომლის სასტარტო ვოლტაჟი 12 V-ია, ტევადობა 105 Ah, ხოლო “ცივი” სტარტის სიმძლავრე 830 A-ს შეადგენს.
იმისთვის, რომ ყველაფრისგან დაზღვეული იყო, შორ გზებზე საიმედო აკუმულატორის გარდა, კარგი ხელსაწყოების ტარებაც შეგიძლია. დაათვალიერე ველიზე ხელსაწყოები და შეარჩიე შენთვის სასურველი ნაკრები.
ცივი სტარტის სიმძლავრე
ცივი სტარტის სიმძლავრე მანქანის გამართულ ფუნქციონირებაში იმაზე უფრო დიდ როლს ასრულებს ვიდრე ტევადობა.
ცივი სტარტის სიმძლავრე დენის მაქსიმალურ რაოდენობაზე მიუთითებს, რაც შეუძლია აკუმულატორს გამოსცეს კონკრეტულ მოკლე დროში 10-დან 30 წამამდე -18 ° C ტემპერატურაზე. ცივი სტარტის სიმძლავრე ყოველთვის ამპერებით არის მითითებული ეტიკეტზე. რაც უფრო მაღალია მისი მაჩვენებელი, მით უფრო ადვილია ძრავის დაქოქვა.
ველიზე აღმოაჩენ იაპონური ბრენდის TAKASAKI-ს აკუმულატორს, რომლის “ცივი” სტარტის სიმძლავრე 870 ამპერს შეადგენს. აქვე აღმოაჩენ Topla-ს Top მოდელის აკუმულატორს, რომლის “ცივი” სტარტის სიმძლავრე 360 ამპერია.
აკუმულატორის გარდა, დროთა განმავლობაში ავტომობილისთვის სხვადასხვა საშუალება ხდება საჭირო. მათ შორის, გადაცემათა კოლოფის ზეთი, რომელიც შეიძლება დაგჭირდეს. შეარჩიე ავტომობილისთვის საჭირო აქსესუარები ველიზე და გადაიხადე თანხა შენზე მორგებული პირობებით.
აკუმულატორები ონლაინ ველიზე
იმისთვის, რომ აკუმულატორები ან სულაც, ავტომობილის ქიმია შეარჩიო, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. ნახე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების აკუმულატორები. შეიძინე ახლავე და მიიღე სასურველი ნივთი თბილისში 3 საათში ადგილზე უფასო მიწოდებით.