კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია

საჩუქრების ველი

1. აქციის დასახელება: საჩუქრების ველი

2. აქციის ზოგადი აღწერა

2.1 აქციის მიზანია, ველის პოპულარიზაცია და 100 ლარისა და მეტი ღირებულების შეკვეთების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა. აქციაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ veli.store -ის პლათმორმაზე დარეგისტრირებულ მომხმარებლები

2.2 აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ველის ის მომხმარებლები, რომლებიც 2024 წლის 15 აპრილიდან 9 ივნისის ჩათვლით გააკეთებენ 100 ლარის და მეტი ღირებულების შეკვეთას ნებისმიერი გადახდის მეთოდით.

2.3 აქციის ფარგლებში გასაცემი საჩუქრების ჩამონათვალია:

  1. Apple MacBook Air M2 13.6' – 99%-იანი ფასდაკლებით
  2. Iphone 15 pro – 99% -იანი ფასდაკლებით
  3. Dyson HD07 Supersonic- 99%-იანი ფასდაკლებით
  4. Sony PlayStation 5 Disc Version White - 99%-იანი ფასდაკლებით
  5. აეროგრილი Ninja AF100EU – 99%-იანი ფასდაკლებით
  6. მისტიური შავი ყუთი (რომელსაც მომხმარებელი მიიღებს ფიზიკურად სახლში და შიგნით იქნება საჩუქარი განთავსებული)
  7. 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი მაქს. 150 ლარი (მაქსიმალური თანხა, რაც დააკლდება)
  8. 20%-იანი ვაუჩერი მაქს. 100 ლარი ფასდაკლება (მაქსიმალური თანხა, რაც დააკლდება)
  9. 10%-იანი ფასდაკლება მაქს. 50 ლარი ფასდაკლება (მაქსიმალური თანხა რაც დააკლდება)

შენიშვნა: 30%, 20% და 10% ვაუჩერის გამოყენებას მომხმარებელი შეძლებს, კონკრეტულ წინასწარ განსაზღვრულ კატეგორია -"საჩუქრების ველი" -ში მოცემულ პროდუქტებზე შეკვეთის გაკეთებისას.

2.4 აქციაში გასაცემი პრიზების ლოგიკას წინასწარ განსაზღვრავს ორგანიზატორი და იგი დამოკიდებულია აქციის მიმდინარეობის პერიოდში შესაბამისი შეკვეთის ქრონოლოგიურ რიგითობაზე. ამდენად, ყველა შეკვეთას (ტრანზაქციას), რომელიც დააკმაყოფილებს აქციაში მონაწილეობის პირობას, ორგანიზატორის მიერ ქრონოლოგიის მიხედვით მიენიჭება რიგითობის ნომერი, რომლისთვისაც განსაზღვრულია შესაბამისი საჩუქარი1. შეკვეთის (ტრანზაქციის) მფლობელს შეეძლება ეს საჩუქარი აღმოაჩინოს ველის პლატფორმაზე, აქციის ციფრულ ანიმაციაზე დაჭერით.

3. აქციის პერიოდი და თარიღი

3.1 აქცია ჩატარდება 2024 წლის 15 აპრილიდან 20234 წლის 9 ივნისის ჩათვლით..

3.2 აქციის განმავლობაში გამოვლინდება საჩუქრების მფლობელი ველის მომხმარებლებს შორის, რაც დამოკიდებულია ველის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებაზე, პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია აღწერილია აქციაში მონაწილეობის მიღების პირობებში.

4. აქციაში მონაწილეობის პირობა

4.1 აქციაში მონაწილეობას მიიღებს ფიზიკურ პირი, რომელიც აქციის მიმდინარეობის პერიოდში veli.store- ის პლატფორმაზე აქციის მიმდინარეობის პერიოდში განათავსებს 100 ლარიან ან მეტი ღირებულების შეკვეთას გადახდის ნებისმიერი მეთოდით.

4.2 აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს ბიზნეს პროფილის (ექაუნთის) მფლობელები

4.3 მომხმარებელს (ფიზიკურ პირს) აქციის ფარგლებში საჩუქრის მიღების შესაძლებლობა ექნება ყოველ კალენდარულ კვირაში (ე.ი. ორშაბათიდან კვირის ჩათვლით) ერთჯერადად. შესაბამისად თუ მომხმარებელი (ფიზიკური პირი) ერთი კალენდარული კვირის განმავლობაში გააკეთებს რამდენიმე შეკვეთას, რომელიც აკმაყოფილებს აქციაში მონაწილეობის მიღებისათვის წინასწარ განსაზღვრულ ყველა პირობას, საჩუქრის მიღებას შეძლებს მხოლოდ ერთხელ, პირველ ჯერზე გაკეთებულ შეკვეთაზე.

4.4 წარმატებული შეკვეთის შემდეგ, რომელიც დააკმაყოფილებს აქციაში მონაწილეობისათვის წინასწარ განსაზღვრულ ყველა პირობას, მომხმარებელს გამოუჩნდება აქციის სპეციალური გვერდი, სადაც შეძლებს საჩუქრის აღმოჩენას აქციის ციფრულ ანიმაციაზე დაჭერით.

4.5 აქციაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია: ვებგვერდის როგორც დესკტოპ, ასევე, მობილური ვერსიებიდან და veli.store-ის აპლიკაციიდან.

4.6 ელის თანამშრომლებს აქციაში მონაწილეობის შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ, ინტერესთა კონფლიქტისა და რეპუტაციული რისკების თავიდან არიდების მიზნით.

5. აქციის აღწერა

5.1 ქციის მიმდინარეობის პერიოდში ველის მომხმარებლები, რომლებიც დააკმაყოფილებენ აქციაში მონაწილეობის პირობებს, ავტომატურად გადამისამართდებიან აქციის ელექტრონულ გვერდზე, სადაც 1 ინფორმაციისთვის, ყველა წარმატებულ შეკვეთას veli.store-ის საოპერაციო სისტემა ავტომატურად ანიჭებს თარიღს (record date). რიგითობა განისაზღვრება შეკვეთის განხორციელების ზუსტი თარიღის მიხედვით, წამობრივი სიზუსტით. შეძლებენ აღმოაჩინონ veli.store-საგან გაწერილი საჩუქარი. აღმოჩენის (ე.ი. სპეციალურ ელექტრონულ გვერდზე გადასვლისა და საჩუქრის ანიმაციაზე დაჭერის) შესაძლებლობა მომხმარებელს აქვს წარმატებული ტრანზაქციის შესრულებიდან კალენდარული კვირის ბოლომდე. თუ ამ დროში მომხმარებელმა არ დააჭირა აქციის ელექტრონული გვერდზე განთავსებულ საჩუქრის ანიმაციას, შესაბამის ტრანზაციისთვის წინასწარ განსაზრვრული საჩუქარი უქმდება, შესაბამისად, მომხმარებელი კარგავს საჩუქრის მიღების შესაძლებლობას. გაუხსნელი (ე.ი. გაუქმებული) საჩუქრები გავლენას არ ახდენს 2.4 პუნქტში მითითებულ რიგითობაზე (ე.ი. რიგითობა გრძელდება).

5.2 აქციის განმავლობაში ყოველ ორ აღმოჩენილ საჩუქრის შემდეგ, მომხმარებელი მიიღებს ბონუს პრიზს, რომელიც გულისხმობს შენაძენის გარეშე დამატებით საჩუქრის აღმოჩენის შესაძლებლობას.

5.3 აქციის პერიოდში თუ მომხმარებელი გააკეთებს ისეთ შეკვეთას, რომელიც აკმაყოფილებს აქციაში მონაწილეობის პირობას და შემდგომი 14 დღის განმავლობაში უკან დააბრუნებს შეკვეთას, ამ შეკვეთაზე საჩუქარი გაუქმდება.

6. საჩუქრების გადაცემის პროცესი

6.1 მომხმარებელს საჩუქრის შესახებ ინფორმაცია მიუვა აქციის ყველა წინაპირობის წარმატებით დაკმაყოფილების შემთხვევაში, აქციის სპეციალურ გვერდზე საჩუქრის ანიმაციაზე დაჭერის შემდგომ შემდეგი არხებიდან:

  • აქციის სპეციალური გვერდიდან
  • ველის სმს-ით
  • ველის მეილით

6.2 ინფორმაცია საჩუქრის შესახებ იქნება შემდეგი:

  • საჩუქრის დასახელება
  • საჩუქრის კოდი, რომლითაც ველიზე შეძლებს მის გააქტიურებას
  • საჩუქრის გააქტიურების პერიოდი
  • საჩუქრის გამოყენების ვადა

6.3 მომხმარებელი მოგებული საჩუქრის გამოყენებას შეძლებს შეკვეთის გაკეთებიდან 14 დღის შემდეგ, 14 დღის განმავლობაში. გამოყენების 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პრიზი უქმდება

6.4 ის მომხმარებლები, რომლებიც აღმოაჩენს შემდეგ პროდუქტებზე 99%-იან ფასდაკლებას:

  • 1. Apple MacBook Air M2 13.6' – 99%-იანი ფასდაკლებით
  • 2. Iphone 15 pro – 99% -იანი ფასდაკლებით
  • 3. Dyson HD07 Supersonic- 99%-იანი ფასდაკლებით
  • 4. Sony PlayStation 5 Disc Version White – 99%-იანი ფასდაკლებით
  • 5. აეროგრილი Ninja AF100EU – 99%-იანი ფასდაკლებით

კოდის გააქტიურებამდე საჭიროა ველიში წარადგინონ ელექტრონულად პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. წარსადგენად შესაძლებელია შემდეგი არხების გამოყენება: მეილი [email protected] ქოლცენტრის ჩეთში მიწერით ან ველის ფეისბუქ ჩეთში მიწერით.

7. დამატებით პირობები

7.1 ტექნიკური ხარვეზის (მათ შორის, და არამხოლოდ, ვებგვერდზე ტექნიკური ხარვეზის გამო დაფიქსირდა პრიზი, რომელიც არ მონაწილეობს აქციაში, ან მომხმარებელს გამოუჩნდა პრიზის მოგების შესახებ ინფორმაცია, რომელიც რიგითობის მიხედვით ან აქციის სხვა პირობების მიხედვით, მას არ ეკუთვნოდა) შედეგად დაფიქსირებული პრიზები ბათილია.

7.2 ორგანიზატორი უფლებამოსილია ასევე გააუქმოს პრიზი, თუ მომხმარებელმა დაარღვია აქციის წესები და პირობები.

7.3 აქციაში მონაწილეობით მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს.

8. დეტალური მაგალითები

დეტალური მაგალითი N1

ნინომ ველიზე შეიძინა ბარათით 300ლ ღირებულების პროდუქცია. ტრანზაქციის წარმატებით შესრულების შემდეგ ის გადამისამართდა საჩუქრების აღმოჩენის გვერდზე, სადაც ანიმაციის საშუაებით აღმოაჩინა საჩუქარი - dyson 99%-იანი ფასდაკლებით. იმ შემთხვევაში თუ ნინო 14 დღის განმავლობაში არ დააბრუნებს ნივთს (დაარეფანდებს) მაშინ ნინო შეძლებს მე-15 დღიდან 14 დღის ვადაში უკვე გამოიყენოს საჩუქარი.

ამ ორდერის შემდეგ ნინომ 2 დღეში იმავე კალენდარულ კვირაში კვლავ შეიძინა ველიზე პროდუქცია, რომლის ღირებულება იყო 300 ლარი.

აღნიშნული ტრანზქციის შემდეგ მომხმარებელს აღარ გამოუჩნდა საჩუქრის აღმოჩენის ანიმაცია, რადგან აქციის პირობის თანახმად მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კალენდარული კვირის განმავლობაში მხოლოდ 1-ჯერ აღმოაჩინოს საჩუქარი.

დეტალური მაგალითი N2

ნინომ, ველიზე აქციის მეორე კალენდარულ კვირაში შეიძინა 200ლ ღირებულების პროდუქცია განვადებით. ტრანზაქციის წარმატებით შესრულების შემდეგ გადამისამართდა საჩუქრების აღმოჩენის გვერდზე, სადაც ანიმაციის საშუაებით აღმოაჩინა საჩუქარი - iPhone 15 pro 99%-იანი ფასდაკლებით. იმის გამო, რომ ნინომ აქციის განმავლობაში 2-ჯერ აღმოაჩინა საჩუქარი მას დაუგენერირდა ბონუს პრიზის აღმოჩენა, რაც ნიშნავს რომ შენაძენის გაკეთების გარეშე შეძლებს საჩუქრის აღმოჩენის გვერძე სასაჩუქრე ანიმაციაზე დაჭერით ბონუს საჩუქრის აღმოჩენას.

დეტალური მაგალითი N3

ნინომ, ორშაბათს ველიზე შეიძინა 100ლ ღირებულების პროდუქცია ბარათით . ტრანზაქციის წარმატებით შესრულების შემდეგ მას გამოუჩნდა საჩუქრის აღმოჩენის ანიმაცია, თუმცა ანიმაცია ჩაკეცა. კვირას ნინო კვლავ შემოვიდა ველიზე და გათამაშების ლენდინგის გვერდიდან შეძლო საჩუქრის ანიმაციის გაგრძელება ( ამ ლენდინგზე წვდომა ნინოს ჰქონდა სმს-იდან, მეილიდან, ველის საიტიდან) და აღმოაჩინა საჩუქარი. ( აქციის წესეპის და პირობების თანახმად ნინოს აქვს საშუალება საჩუქრის ანიმაცია გამოიყენოს კალენდარული კვირის განმავლობაში)