უპირატესობები
- უფასო მიტანა საქართველოს მასშტაბით
- პროდუქტის შეკვეთა და მიღება შაბათ-კვირის ჩათვლით
- შეკვეთის მიტანა 3 საათში
- მიტანის დროის თავისუფალი არჩევანი
1მოემზადე ახალი წლისთვის მარტივად VELI.store-თან ერთად
2აღმოაჩინე 50 000-მდე პროდუქტი ერთ სივრცეში, შეარჩიე მარტივად, აირჩიე მიწოდების სასურველი დრო და მიიღე შეკვეთა შენს კართან
3შეფუთე ნივთები სასაჩუქრედ სრულიად უფასოდ ველიზე, სახლიდან გაუსვლელად
VELI.store-ის მისია, პირველივე დღიდან საყიდლების რუტინის შეცვლა და მომხმარებლისთვის დროის გამოთავისუფლება იყო. 1 წლის განმავლობაში 10 000-ზე მეტი ადამიანისთვის 456 988 წუთის და 38 191 კილომეტრის დაზოგვა შევძელით. როგორ ვახერხებთ ამას ჩვენს ახალ კამპანიაში “დახარჯე შენი დრო შენთვის” კიდევ უფრო კარგად ჩანს.
ბევრი დავალებითა თუ საცობით გადატვირთულ ყოველდღიურობაში რთულია ყველაფრის ისე განაწილება, რომ დრო ჩვენთვის სასიამოვნო აქტივობებსა და საყვარელ ადამიანებსაც დავუთმოთ. ერთ-ერთი ასეთი დავალება საყიდლებია, რომელზეც ხშირად ვერც კი ვხვდებით რამხელა დროს ვხარჯავთ.
ველი ტექნოლიგიური კომპანია, სადაც ყველა გადაწყვეტილება მონაცემებს ეყრდნობა. მონაცემთა ანალიტიკის გუნდმა, ექსპერიმენტის სახით, აღრიცხა თბილისში არსებული ყველა მაღაზია, გაითვალისწინა საცობები და საყიდლების შესაძენად მოსამზადებელი დრო და შექმნა ერთგვარი მექანიკა, რომლითაც მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით ზუსტად შეგვიძლია დავთვალოთ რა დროს ზოგავს ის ველიზე შოპინგით.
“დახარჯე შენი დრო შენთვის” - კამპანიის მთავარი გზავნილი და ერთგვარი მოწოდებაა, რომ ველიზე დაზოგილი დროით, იქნება ეს 30, 60, 180 თუ მეტი წუთი, ადამიანებმა შეძლონ: დაკავდნენ იოგით, გაასეირნონ საყვარელი ოთხფეხა მეგობრები, წაიკითხონ ახალი წიგნი, იცოცონ კლდეზე და ა.შ.