პორტატული დამტენი არის ენერგიის შესანახი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შეგიძლია გაჯეტი ნებისმიერ დროს დამუხტო.
მისი კორპუსის შიგნით მდებარეობს რამდენიმე დენის ელემენტი, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია კონტროლერის დაფით. ერთ-ერთი მხარე აღჭურვილია სხვა მოწყობილობების - USB და MicroUSB პორტების დასაკავშირებლად.
თანამედროვე რეალობაში, სადაც ადამიანები გაჯეტებს მუდმივად მოიხმარენ, მაღალი ხარისხის დამტენები აუცილებლობას წარმოადგენს. პორტატული დამტენი კი გამორჩეულად მოსახერხებელი და კომპაქტური მოწყობილობაა, რადგან მისი, როგორც ენერგიის წყაროს ტარება მარტივად, ყველგან შეგიძლია.
VELI.store-ზე მსგავსი ტექნიკისა და აქსესუარების უდიდესი არჩევანია, სწორედ აქ შეძლებ შეარჩიო შენთვის იდეალური პორტატული დამტენი ონლაინ, სწრაფად და მარტივად.
მობილურის პორტატული დამტენი
არ აქვს მნიშვნელობა შენს მობილურ ტელეფონს ძლიერი ბატარეა აქვს, თუ შედარებით ხშირად გიწევს მისი დამუხტვა, მობილურის პორტატული დამტენი ნებისმიერ სიტუაციაში აგაცილებს თავიდან არასასიამოვნო მოულოდნელობას. თუ ხშირად მოგზაურობ, უკეთ გეცოდინება რა მნიშვნელობა აქვს ენერგიის წყაროს ქონას, რომლის გამოყენებასაც ყველა მომენტში შეძლებ.
VELI.store-ზე სხვადასხვა მობილურის პორტატული დამტენი შეგხვდება, თითოეული მათგანს განსხვავებული დიზაინი, მოცულობა და სიმძლავრე აქვს, თუმცა მათ უმაღლესი ხარისხი აერთიანებთ. თუ გსურს არჩევანი შენთვის საუკეთესოზე შეაჩერო, ყველა ინფორმაციას, რომელიც დამტენის შესარჩევად დაგჭირდება, ველიზე შეხვდები.
რა მასალისგან მზადდება პორტატული დამტენი
პორტატული დამტენი შეიძლება დამზადდეს :
პლასტმასისგან - ისინი იქმნება სხვადასხვა ფორმისა და ფერის. ხასიათდება მცირე წონითა და შედარებით პატარა მოცულობით. პლასტმასის კორპუსები ნაკლებად მდგრადია დაზიანებისა და ნაკაწრების მიმართ, თუმცა სიმსუბუქის და კომპაქტურობის გამო, მათი ტარება ძალიან მოსახერხებელია.
მეტალის - მსგავსი პორტატული დამტენი შედარებით უფრო მძიმე და ძვირია ვიდრე პლასტმასის, სამაგიეროდ იგი ძალიან გამძლეა და გაცილებით უკეთ უმკლავდება დარტყმებსა და ნაკაწრებს.
ასევე არსებობს დამტენების ტიპი, რომლებიც დაცულია წყლისა და სხვა დაზიანებისგან. სპეციალური საფარი იცავს მათ ტემპერატურის მკაფიო ცვლილებისგან, შესაბამისად ამ მოწყობილობის სიცოცხლისუნარიანობა ბევრად მაღალია.
როგორ ავარჩიოთ პორტატული დამტენი VELI.store-ზე
სანამ დამტენის შერჩევას დავიწყებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საჭიროა მოწყობისთვის საჭირო გამავალი ძაბვა, შერჩეული მოდელის გამავალ ძაბვას ემთხვეოდეს. ამ მაჩვენებლის ნახვა ინსტრუქციებშია შესაძლებელი. თანამედროვე მოწყობილობებში ყველაზე გავრცელებული ძაბვაა DC 5V.
რაც შეეხება სიმძლავრის მაჩვენებელს, ეს პარამეტრი განსაზღვრავს ენერგიის მიწოდების ხანგრძლივობას, იგი mAh -ით იზომება. საშუალოდ 10 000 mAh საკმარისია ერთი მოწყობილობის ავტონომიური მუშაობის შესანარჩუნებლად ანუ ყოველდღიური მსუბუქი დამუხტვისთვის. თუ გრძელ ლაშქრობას გეგმავ, მაშინ 20 000 mAh -ის სიმძლავრე იქნება იდეალური.
შეიძინე უმაღლესი ხარისხის პორტატული დამტენი, კაბელები და ადაპტერები, დამტენი მანქანისთვის და სხვა უამრავი აქსესუარი VELI.store-ზე. აქ ისარგებლებ უამრავი ფასდაკლებითა და უფასო მიტანის სერვისით ნებისმიერ მისამართზე.