კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ჭაჭა & გრაპა
ფილტრაცია
დალაგება:

ჭაჭა & გრაპა

Meow, მუხის ჭაჭა, 500 მლ.
რიჟრაჟი, ჭაჭა, 500 მლ.
20 პროდუქტის ჩვენება

ჭაჭა ყურძნის ბრენდია, რომელსაც ტრადიციულად საქართველოს მრავალ რეგიონში ამზადებენ და მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ყურძნის არაყს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ჭაჭა ღვინის შემდეგ, ქართული ალკოჰოლური სასმელებიდან ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარულია. ჭაჭის შუშის ბოთლებში ჩამოსხმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყეს და ქართული ჭაჭა საკმაოდ დიდი მოწონებითაც სარგებლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ჭაჭა ისტორიულად ქართული გასტრონომიული კულტურის ტრადიციული ნაწილია, ბოთლში ჩამოსხმულმა და ეტიკეტირებულმა ჭაჭამ, მხოლოდ ორი ათეული წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაიწყო ფართოდ გავრცელება და ის მალევე შეიყვარა დასავლეთის ქვეყნების მომხმარებელმაც. 
 

ხშირად, სხვა ხილისგან წარმოებულ პროდუქტსაც უწოდებენ ხილის ჭაჭას, თუმცა ეს მაინც არასწორია. არაყსა და ხილის ჭაჭას შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ არაყი ხორბლის პროდუქტისგან მიიღება და მრავალთეფშიან სახდელ აპარატურაზე იხდება. ჭაჭის შემთხვევაში კი ხილი ყურძნის მსგავსად იჭყლიტება, ჩენჩოიან-ჭაჭიანად დადუღდება და მხოლოდ ამის შემდეგ იხდება მიღებული „ღვინის ფაფა“. მიუხედავად იმისა რომ, ხილის არაყი ტექნოლოგიურად შეიძლება ახლოს იყოს ჭაჭის დამზადების წესთან, ჭაჭა მხოლოდ ყურძნისგან ნაწარმოებ ალკოჰოლურ სასმელს შეიძლება ეწოდოს, რამდენადაც ტერმინი „ჭაჭა“ დაკავშირებულია ყურძნის ჭაჭასთან, ხოლო სხვა არცერთ ხილს ჭაჭა არ აქვს.
 

როგორ შევარჩიოთ ჭაჭა და რით განსხვავდება ის არყისგან
 

როდესაც ღვინო დადუღდება და მეღვინეები ახალ ღვინოს გადაიღებენ, ჭაჭის ხდას იწყებენ. რასაკვირველია, ჭაჭა არ არის ერთგვაროვანი სასმელი, ასევე განსხვავებულია მხდელის ხელწერაც. აღსანიშნავია რომ, საქართველოს ყველა რეგიონს ჭაჭის ხდის თავისებური სტილი აქვს. თუმცა, ყველა მხდელის წინაშე უმთავრესი პრობლემა დგას, კერძოდ ჭაჭის გაფილტვრა. 
 

არაყი აღმოსავლური, კერძოდ არაბულ-სპარსული წარმომავლობის სიტყვაა და უფრო დისტილაციის მეთოდით მიღებულ სასმელებს შეესაბამება. ჭაჭა კი, ყურძნის ნარჩენი მასისგან იხდება. VELI.store-ზე ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით დამზადებული ჭაჭის ფართო არჩევანია, სადაც შეგიძლია მარტივად შეარჩიო შენთვის საყვარელი სასმელი, შეიძინო ონლაინ და მიიღო ადგილზე უფასო მიწოდებით თბილისში ან აგარაკზე. ჭაჭის შერჩევისას, თუ გინდა რომ მოულოდნელობები თავიდან აიცილო და შენთვის უკვე კარგად ნაცნობი გემოს და თვისებების მქონე ალკოჰოლური სასმელი შეიძინო, შეგიძლია არჩევანი ჯივიესის ტრადიციულ ჭაჭაზე შეაჩერო, რომელიც რქაწითლის, ქისის და კახური მწვანეს ყურძნის ჯიშებისგან მზადდება, აქვს სასიამოვნო ტკბილი გემო და გამოირჩევა ნიგვზის, ნუშის და ყვავილოვანი არომატით.

ასევე, შესანიშნავი არჩევანი იქნება Telavi Wine Cellar-ის კასრის ჭაჭა, რომელიც კახეთში იხდება რქაწითლის ყურძნის ჯიშისგან, ტრადიციული გამოხდის წესით და მუხის კასრში არის დავარგებული. აქვს დელიკატური, ვანილის და მუხის გემო, ასევე ვანილის არომატით და გამოირჩევა ჩალისფერი შეფერილობით. იმ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებული საჩუქარი გინდა გაუკეთო მეგობარს, ან კოლეგას KTW-ის, ჭაჭის ასორტი გამოგადგება სასაჩუქრე შეფუთვით. სასაჩუქრე შეფუთვაში მოთავსებულია ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული სხვადასხვა სახეობის ჭაჭა 50 მლ-იანი შეფუთვით. აღნიშნული სუვენირი საუკეთესო საჩუქარია როგორც უცხოელი, ასევე სასმელების კოლექციონერი ქართველი მეგობრებისთვის. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ განსხვავებულ ჭაჭას ეძებ, ძველი კახეთის ტარხუნის ჭაჭას უნდა მიაპყრო ყურადღება. სასმელი მზადდება ყურძნის ჭაჭისაგან, ტრადიციული ქართული მეთოდის გამოყენებით, რომელიც დასაბამს კახეთიდან იღებს.

კლასიკური მეთოდის თანახმად, ყურძნის ჭაჭა ღვინოსთან ერთად ზამთრის პერიოდში ქვევრში ინახება, ხოლო გაზაფხულზე ხდება მისი ქვევრიდან გადმოღება და გამოხდა სპილენძის ჭურჭელში. ჭაჭა გამოხდის შემდეგ დავარგებულია ახალ მოკრეფილი ტარხუნის ფოთლებზე ექვსი თვის განმავლობაში, რაც მას მომწვანო შეფერილობასა და ნაზი მენთოლის არომატს სძენს. ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება, ასევე Tbilvino-ს ჭაჭა საფერავი. Tbilvino-ს ეს ჭაჭა დამზადებულია ქართული ტრადიციული გამოხდის მეთოდით, 100%-ით ქართული ყურძნის ჯიშის - საფერავისგან. ახასიათებს საფერავის ყურძნის არომატი, რომელიც სასიამოვნოდ ერწყმის მწიფე ყვითელი ქლიავისა და ნუშის ტონებს და გამოირჩევა ხავერდოვანი რბილი გემოთი.
 

რა არის გრაპა და როგორ შევარჩიოთ ის
 

მიუხედავად იმისა, რომ ჭაჭა მხოლოდ ქართულ სასმელს შეიძლება ეწოდოს, მას უახლოესი ნათესავები მოეპოვება ევროპაში. გრაპა ფაქტობრივად ჭაჭის იტალიური ანალოგია და ის ჭაჭის მსგავსად არომატული, ყურძნის ჭაჭისგან დამზადებული სასმელია. გრაპას ალკოჰოლური შემცველობა 35-დან 60 პროცენტამდე მერყეობს და ტრადიციულად ჩრდილოეთ იტალიაშია წარმოებული. VELI.store-ზე შეგიძლია შეიძინო იტალიაში წარმოებული Martelletti-ის გრაპა ბარბერა. Martelletti Grappa Di Barbera დამზადებულია ბარბერას ჯიშის ყურძნის ჭაჭისგან სპილენძის კასრებში. მას აქვს თეთრი, გამჭვირვალე ფერი და ცოცხალი, ნაზი ყვავილების არომატი, გემო კი მშრალი და ჰარმონიული. ასევე, შესანიშნავი არჩევანი იქნება Martelletti-ის გრაპა ბრაჩეტო. Martelletti Grappa Di Brachetto-ს აქვს ძალიან დელიკატური არომატი, ციტრუსისა და ყვავილების ნოტებით. აქვს ხილთან შერწყმული მსუბუქი გემო. უხდება ჩირებსა და რძიან შოკოლადს, ხოლო დასალევად იდეალური ტემპერატურაა 9-12 გრადუსი.
 

როგორ შევიძინოთ ჭაჭა ონლაინ
 

იმისთვის, რომ ჭაჭა შეარჩიო სასაჩუქრედ, აგარაკზე თუ ქალაქგარეთ ბუნებაში დროის გასატარებლად, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. VELI.store-ზე ნახავ საუკეთესო ხარისხის წამყვანი ქართული ბრენდების ჭაჭას და შეგიძლია უგემრიელესი საღამო მოიწყო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად დროის მხიარულად გასატარებლად. შეიძინე ჭაჭა დღესვე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისში ან აგარაკზე, ადგილზე უფასო მიწოდებით.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.