ოქროსფერი ტეკილა ვერცხლისფერი ტეკილასგან განსხვავებით დამატებით არომატებსა და გემოებს შეიცავს, აქვს გლუვი სტრუქტურა და მოტკბო გემო. ოქროსფერი ტეკილა უმეტესად დაძველებულია და ვერცხლისფერთან შედარებით მაღალი ღირებულებისაა. ველიზე, კატეგორიაში ბარი & მეტი შენთვის სასურველი ალკოჰოლის ონლაინ შერჩევას შეძლებ.
ოქროსფერი ტეკილას დიდი არჩევანი ონლაინ
თუკი კლასიკური ოქროსფერი ტეკილას დაგემოვნებას გადაწყვეტ, El Charro Gold, ოქროსფერი ტეკილა შესაძლოა შენთვის საინტერესო აღმოჩნდეს. ტეკილა მუხის არომატით ხასიათდება და სპეციალურად შექმნილია კოქტეილებისა და ტეკილას შერეული გემოს დასაგემოვნებლად. ველიზე ტეკილა სხვადასხვა საფასო კატეგორიაშია წარმოდგენილი.
იმ შემთხვევაში, თუ უფრო მდიდარ გემოს და ინტენსიურ არომატს ანიჭებ უპირატესობას, კარგი ვარიანტია Espolon, ტეკილა დაძველებით, აგავას, კარამელისა და ტროპიკული ხილის არომატით. ტეკილა თეთრი მუხის კასრის ტექნოლოგიითაა გამოხდილი და 40%-იანი ალკოჰოლის შემცველეობა აქვს. რეპოსადოს დალევა შეიძლება როგორც დამოუკიდებლად, ასევე, მარგარიტასთან ერთად. იდეალურად უხდება საქონლის შემწვარ ხორცს, ქათმის ფახიტასსა და მწვადს.
ვერცხლისფერ ტეკილაზე არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, კარგი ვარიანტია Padrecito, ტეკილა ბლანკო დაძველების გარეშე. პადრესიტო ორმაგი დისტილაციის ხერხითაა მიღებული და მხოლოდ აგავას გემოთი ხასიათდება. მსუბუქად იგრძნობა ციტრუსის, ვანილისა და ქოქოსის არომატი. ტეკილას გარდა ველიზე სხვადასხვა სახის ალკოჰოლს აღმოაჩენ. დაათვალიერე და
შეიძინე სპირტიანი სასმელები ველიზე სახლიდან გაუსვლელად, შენი გემოვნებისა და ინტერესების შესაბამისად.
ალკოჰოლური სასმელების ფართო ასორტიმენტი ველიზე
ველიზე ალკოჰოლის დიდი არჩევანი დაგხვდება. თუკი სპირტიანი სასმელი დაგაინტერესებს, ველიზე შეგიძლია არაყი შეარჩიო. კლასიკური ვარიანტია Finlandia წიწაკისა და ვანილის არომატით. ფინლანდიას მაღალი ალკოჰოლის შემცველობა და დაბალსებული, სუფთა გემო ახასიათებს.
ყურძნის არაყი, გრაპა, მთელ მსოფლიოში პოპულარულია, თუმცა საქართველოში გავრცელებულია მისი რეგიონალური ფორმა - ჭაჭა. ველიზე, კატეგორიაში ჭაჭა & გრაპა ყურძნის არყის განსხვავებულ ვარიანტებს აღმოაჩენ სასიამოვნო თრობისათვის.
VELI.store-ზე სადღესასწაულო სუფრისათვის აუცილებელი ალკოჰოლიც დაგხვდება. მაგალითად, ცნობილი ფრანგული ცქრიალა ღვინის ნაირსახეობა შამპანური, რომელიც შენს აღნიშვნას დაუვიწყარს გახდის.
თუ შედარებით მსუბუქი ალკოჰოლის მომზადებას სახლში გადაწყვეთ, ველიზე ბარის აქსესუარები შეგხვდება, რომ შენთვის სასურველი სასმელი მარტივად მოამზადო. ასევე შეგიძლია უკვე დამზადებული მსუბუქი ალკოჰოლი აღმოაჩინო. დაათვალიერე და შეარჩიე კოქტეილები & ბითერები ველიზე ონლაინ. შენთვის სასურველ პროდუქტს თბილისის მასშტაბით 3 საათში, მიტანის საფასურის გარეშე მიიღებ.