დღესდღეობით ადამიანები უამრავ ელექტრონულ მოწყობილობას იყენებენ, ზოგიერთ მათგანს ჩაშენებული ელემენტი აქვს, როგორც ახალი სმარტფონების და ლეპტოპების შემთხვევაშია. სმარტფონები მუდამ შენს გვერდით არიან და მათთვის, პორტატიული დამტენები არის საჭირო, რათა ნებისმიერ ადგილას შეძლო ტელეფონის დამუხტვა.
სმარტფონისთვის თუ ფოტოაპარატებისთვის, მომხმარებლებს მეხსიერების ბარათები ესაჭიროებათ. ისინი, მაშინ გამოიყენება, როდესაც მოწყობილობას ან მხოლოდ სიმბოლური მოცულობის მეხსიერება აქვს, სადაც სულ რამდენიმე ფაილი ეტევა, ან როგორც ფოტოკამერების შემთხვევაში ხშირად ხდება, ფოტოგრაფებს ძალიან ბევრი მაღალი ხარისხის სურათის შენახვა უწევთ.
სმარტფონების მსგავსად, ლეპტოპებიც ხშირად თან დააქვთ ადამიანებს და მუშაობის პროცესში, ისინიც საჭიროებენ დამუხტვას. თუმცა, ლეპტოპებისთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი ლეპტოპის სადგამები შეარჩიო, რათა მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან კომფორტული იყოს.
როგორ შევარჩიოთ ბატარეის დამტენები
ნებისმიერი მოწყობილობის ერთჯერადი ელემენტები ოდესმე ჯდება და მომხმარებლები, ხშირად დამუხტვის შესაძლებლობის მქონე ბატარეებს ყიდულობენ. პირველი შეცდომა, რომელსაც ისინი ზოგჯერ უშვებენ, ელემენტის და დამტენის შეუთავსებლობაა. იმისთვის, რომ გაიგო სწორად როგორ შეარჩიო ის, ჯერ მუშაობის პრინციპი უნდა გაიგო. დამტენებს ქსელის ძაბვა - 220 ვოლტი დაჰყავთ აკუმულატორის დონეზე და შესაბამისად ისინი მოცულობით განსხვავდებიან.
ასევე, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო რომ დამტენები ზომითაც უნდა ერგებოდეს ელემენტებს.
- ნიკელ-მეტალის ჰიდრიდის (Ni-MH) და ნიკელ-კადმიუმის (Ni-Cd) ბატარეები ხელმისაწვდომია ყველაზე გავრცელებულ ზომებში AAA და AA. ნაკლებად გავრცელებული ზომებია AAAA, C, D, SC და Krona. ასეთი ბატარეების ტიპური ძაბვა ოდნავ დაბალია, ვიდრე სხვა მსგავსი ბატარეების შემთხვევაშია - 1.2 V-ს შეადგენს 1.5 V-ს ნაცვლად. გამონაკლისი მხოლოდ კრონას სტანდარტული ზომის ბატარეებია - რომლებიც, 7.2 და 8.4 ვ ძაბვით იწარმოება.
- ლითიუმ-იონური (li-ion), ლითიუმ-პოლიმერული (Li-pol), ლითიუმ-რკინა-ფოსფატის (LiFePO4) ტიპური ბატარეები სხვადასხვა ზომის ცილინდრულ კორპუსებშია (10440, 14500, 14650 და ა.შ.) ხელმისაწვდომი.
ცილინდრულ კორპუსზე ციფრული აღნიშვნა ბატარეის სიგრძეს და დიამეტრს შეესაბამება - მაგალითად, 18650 ბატარეას აქვს 18 მმ დიამეტრი და 65 მმ სიგრძე. თუმცა, ეს ზომები ზუსტი არ არის - სხვადასხვა მწარმოებლისთვის, კორპუსის ზომები შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს, გარდა ამისა, მოდელები ჩაშენებული დაცვის სქემით რამდენიმე მმ-ით გრძელია.
VELI.store-ზე ბატარეის დამტენების ფართო არჩევანია სხვადასხვა ტიპის ელემენტისთვის და მისი ძაბვის მოცულობის მიხედვით. ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება Karcher ელემენტის სწრაფი დამტენი, რომელიც 36 V / 2.5 Ah ბატარეას 80%-მდე 44 წუთში მუხტავს. ასევე, ერგება კერხერის 36V ბატარეის პლატფორმის ნებისმიერ ელემენტს, აქვს 100 – 240 V / 50 – 60 Hz ძაბვის სიხშირე და კომპლექტაციაში მოჰყვება 36 V / 2.5 Ah ბატარეა.
როგორ შევიძინოთ ბატარეის დამტენები ონლაინ
იმისთვის, რომ ბატარეის დამტენები, ან თუნდაც კლავიატურები შეარჩიო, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. ნახე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების ბატარეის დამტენები. შეიძინე ახლავე და მიიღე სასურველი ნივთი თბილისში 3 საათში შენს კართან, ადგილზე უფასო მიწოდებით.