უფასო მიწოდება
ETA Rotary ახალი თაობის პორტატული მტვერსასრუტი თქვენზე შთაბეჭდილებას მოახდენს თავისი ძლიერი შესრუტვის სიმძლავრით და ელექტრო მბრუნავი ჯაგრისით, რომელიც უზრუნველყოფს ყველანაირი ჭუჭყის ეფექტურ დასუფთავებას.
ხელის მტვერსასრუტი უსადენოა, მისი გადაადგილება შეუფერხებლად შეგიძლიათ ყველგან. მტვერსასრუტი არ ჩამორჩება აკუმულატორის ხელის მტვერსასრუტების კატეგორიას ერთი დამუხტვით მუშაობის დროით. ხარისხიანი 14.4 V Li-ion აკუმულატორი საშუალებას გაძლევთ 25 წუთის განმავლობაში გამოიყენოთ მტვერსასრუტი, ხოლო მის სრულად დამუხტვას 5 საათამდე ჭირდება.
ერგონომიული ფორმის სახელურის, მცირე ზომის და წონის წყალობით, ადვილია მისი მანევრირება. გარდა ამისა, ჩართვა/გამორთვის ღილაკი შეიძლება დაიბლოკოს, შესაბამისად, თქვენ არ გჭირდებათ ღილაკზე მუდმივად დაჭერა.
ETA Rotary პორტატულ მტვერსასრუტს კომპლექტაციაშია: მბრუნავი ტურბო ჯაგრისი; ნაპრალი საქშენი - შესაფერისია ვიწრო და ძნელად მისადგომი ადგილებისთვის; ფუნჯი რბილი ბოჭკოვანი ჯაგრისით; დამტენი ადაპტერი 100 -240 V (AC) / 18 V (DC); კედლის სამაგრი ჩაშენებული დამტენით.
ETA ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩეხური ბრენდია, რომელიც მცირე საყოფახცოვრებო ტექნიკას აწარმოებს 1943 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მუდმივად მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება ბაზარზე. მისი ცნობადობა ჩეხ მომხმარებლებს შორის 96%-ია და გაიგივებულია ხარისხთან და ტრადიციასთან.
ბრენდის მთავარი ღირებულებები ხარისხი, ტრადიცია, დიზაინი და სიმარტივეა. 80 წელია ETA ზრუნავს მომხმარებელზე, სთავაზობს მათზე მორგებულ პროდუქციას და ამიტომაც დაიმსახურა ყველაზე სანდო კომპანიის სტატუსი.
ETA ამჟამად 240-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აწარმოებს და უამრავი კონკურსის პრიზიორია. მათ შორისაა: Ford Design Contest, Design Center, Mc Light და ა.შ
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.