უფასო მიწოდება
ALMA სერიის წყლის ჭკვიანი გამწმენდი ბარი
“ALMA” სერიის წყლის გამწმენდი ბარი დამზადებულია უმაღლესი სტანდარტების მიხედვით. აღჭურვილია შიდა ჭკვიანი ფილტრაციის სისტემით, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლოთ მაღალი ხარისხის, ჯანსაღი და გემრიელი წყლის განუსაზღვრელი რაოდენობით – როგორც სასურველი ტემპერატურის, ასევე ცივი, ცხელი და ოთახის ტემპერატურის წყლით.
წყლის ბარის გამოყენებამდე, გთხოვთ, ანოტაცია ყურადღებით წაიკითხოთ.
1. ელექტრო მოწყობილობები შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ დატოვოთ ტექნიკური მოწყობილობა ზედამხედველობის გარეშე.
2. ელექტროშოკის რისკის თავიდან ასაცილებლად, პროდუქტი ან ელ.სადენი არ მოათავსოთ წყალში ან სხვა სითხეში.
3. თუ ელექტროსადენი ან დენცქვიტა დაზიანებულია, ნებისმიერი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ის უნდა შეიცვალოს დაუყოვნებლივ კვალიფიციური ტექნიკოსის მიერ.
1. აუცილებლად გასათვალისწინებელია, ყოველთვის მართეთ მოწყობილობა ერთიდაიგივე ძაბვისა და სიხშირის დენის წყაროდან.
2. როდესაც არ იყენებთ წყლის ბარს, ყოველთვის გამორთეთ დენის წყაროდან. განსაკუთრებით მაშინ, როცა მიმდინარეობს მისი ნაწილების აწყობა, დაშლა ან წმენდის პროცედურები. მოწყობილობის მოხმარებამდე უზრუნველყავით მისი სრული აწყობა.
3. ყოველთვის გამორთეთ მოწყობილობა დენის წყაროდან მისი გადაადგილებისას.
1. გთხოვთ შეამოწმოთ, არის თუ არა ნედლი წყლის მილსადენი მყარად და უსაფრთხოდ დაკავშირებული. დარწმუნდით, რომ აპარატის უკანა მხარეს მდებარე გათბობის ფუნქციის ჩამრთველი, არის გამორთულ მდგომარეობაში- OFF (0).
2. ჩართეთ გათბობის ჩამრთველი ღილაკი აპარატის უკანა მხარეს გათბობის ფუნქციის გასააქტიურებლად.
1. ამოიღეთ მოწყობილობა შეფუთვიდან და დაამონტაჟეთ წყლის კოლექტორი.
2. დაამონტაჟეთ სწრაფი გადამყვანი წყლის მილზე.
3. თავდაპირველად გაწმინდეთ ფილტრი 10 წუთის განმავლობაში ჩამორეცხვითი მეთოდით.
4. სწორად მოათავსეთ წვეთოვანი უჯრა ბარში.
5. ამოიღეთ ვარდისფერი სწრაფი გადამყვანი, რომელიც მდებარეობს საყრდენი ფირფიტის უკანა მხარეს, შემდეგ ამოიღეთ ლურჯი ჩამრთველი.
6. დაამონტაჟეთ მიწოდების წყარო და დაიწყეთ წყლის ბარის გამოყენება.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.