თბილისში მიწოდება მომდევნო სამუშაო დღეს
BOSCH არის გერმანული ტექნოლოგიური და საინჟინრო კომპანია, რომელიც ათწლეულებია, რაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ბრენდი ცნობილია თავისი ინოვაციური მიდგომებით, უმაღლესი ხარისხითა და საიმედოობით. BOSCH-ის ტექნიკა შექმნილია იმისთვის, რომ გაგიმარტივოთ ყოველდღიური ცხოვრება და მოგანიჭოთ მაქსიმალური კომფორტი.
BOSCH PKF375FP2E არის კომპაქტური, დომინოს ტიპის ელექტრო ქურის ზედაპირი, რომელიც იდეალურად ერწყმის ნებისმიერი დიზაინის სამზარეულოს. მისი შავი მინა-კერამიკის ზედაპირი არა მხოლოდ ელეგანტურად გამოიყურება, არამედ მარტივია მოსავლელადაც. DirectSelect სენსორული მართვის პანელი საშუალებას გაძლევთ, ერთი შეხებით აირჩიოთ სასურველი კომფორი და სიმძლავრის დონე. PowerBoost ფუნქციის დახმარებით კი შეგიძლიათ 50%-ით გაზარდოთ სიმძლავრე, რაც საგრძნობლად დააჩქარებს კერძის მომზადების პროცესს.
თუ თქვენი ცხოვრების წესი ჯანსაღ კვებას უკავშირდება და ამავდროულად, აფასებთ დროს, ეს ქურის ზედაპირი ნამდვილი აღმოჩენა იქნება. წარმოიდგინეთ, როგორ ამზადებთ სწრაფ და სასარგებლო სადილს დატვირთული დღის შემდეგ. სწორედ ამაში დაგეხმარებათ BOSCH-ის ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც კულინარიულ პროცესს ბევრად სასიამოვნოს ხდის.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.