კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ფილოსოფია ბუდუარში ანუ უზნეო აღმზრდელნიფილოსოფია ბუდუარში ანუ უზნეო აღმზრდელნი
ფილოსოფია ბუდუარში ანუ უზნეო აღმზრდელნი

უფასო მიწოდება

10.4015.95-35%
ფილოსოფია ბუდუარში ანუ უზნეო აღმზრდელნი
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

ფილოსოფია ბუდუარში ანუ უზნეო აღმზრდელნი

ID: 9789941313646
ფილოსოფია ბუდუარში ანუ უზნეო აღმზრდელნი  filosofia buduarshi anu uzneo aghmzrdelniფილოსოფია ბუდუარში ანუ უზნეო აღმზრდელნი  filosofia buduarshi anu uzneo aghmzrdelni

მთარგმნელი: ვალერი ოთხოზორია

რედაქტორი: ნატო გორდელაძე, გვანცა შუბითიძე

ილუსტრატორი: თეონა ჭანიშვილი

გამოცემის წელი: 2021

გვერდების რაოდენობა: 220

ISBN: 9789941313646

გამომცემლობა: ინტელექტი

10.4015.95-35%

უფასო მიწოდება3 სთ-ში

მსგავსი პროდუქტები

ანოტაცია

„ფილოსოფია ბუდუარში“ XVIII-XIX საუკუნის ყველაზე ეპატაჟური ფრანგი მწერლის, დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადის, იგივე მარკიზ დე სადის (1740-1814) პირველი წიგნია, რომელიც ქართულად ითარგმნა.
 
მარკიზ დე სადმა დიდი გავლენა მოახდინა ევროპულ კულტურაზე: რომანტიკოსებზე, დეკადენტებსა და ნიჰილისტებზე, უფრო მოგვიანებით კი სიურრეალისტებზე, რომლებიც მას „ღვთაებრივ მარკიზს“ უწოდებენ.
 
მარკიზ დე სადის სახელი გამოიყენა ფსიქიატრმა რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგმა, როცა სხვისთვის ტკივილის მიყენებით გამოწვეულ სიამოვნებას სადიზმი უწოდა. დე სადი ქალებისადმი სასტიკი მოპყრობის გამო რამდენჯერმე იჯდა ციხეში და თავისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი სწორედ გისოსებს მიღმა დაწერა.
 
„ფილოსოფია ბუდუარში“ 1795 წელს დაიწერა. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ რომანში სადი თეორიის (ფილოსოფიის) პრაქტიკად (ეროტიკად), ხოლო პრაქტიკის ფილოსოფიად გარდაქმნას ცდილობს. ესაა, ერთი მხრივ, რომანი სხეულის ამბოხის შესახებ, მაგრამ ამავე დროს ფილოსოფიური ტრაქტატი, სადაც ავტორის ხედვაა წარმოდგენილი პიროვნული თავისუფლების, იდენტობის, საზოგადოებისა და ადამიანის, როგორც „პოლიტიკური ცხოველის“, შესახებ. მკითხველისთვის საინტერესოა იმის გააზრება, რომ წიგნის დაწერიდან ორ საუკუნეზე მეტის გასვლის შემდეგ, დიდი ნაწილი იმ ფასეულობებისა, რომლებსაც მარკიზ დე სადი ებრძვის, კვლავ შენარჩუნებულია და მარადიულ ღირებულებებად მიიჩნევა.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი მარკიზ დე სადი
  • მთარგმნელი ვალერი ოთხოზორია
  • რედაქტორი ნატო გორდელაძე, გვანცა შუბითიძე
  • ილუსტრატორი თეონა ჭანიშვილი
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 220
  • ფორმატი 140 x 210 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2021
  • ორიგინალის ენა ფრანგული
  • ავტორის წარმომავლობა საფრანგეთი
  • მიმართულება კლასიკა
  • რეკომენდატორი ელზა გურგენიძე


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.