უფასო მიწოდება
•წითელი ნახევრადტკბილი ღვინო.
•ყურძნის ჯიში: საფერავი.
•ტექნოლოგია: მუხის კასრი.
•ალკოჰოლის შემცველობა: 11.5%
•ქვეყანა: საქართველო.
•რეგიონი: კახეთი.
•არომატი: წითელი ხილი.
•გემო: ჰარმონიული, ხავერდოვანი.
•ბოთლის ტიპი: შუშა.
•ფერი: ბროწეულისფერი.
•მოცულობა: 750 მლ.
"ფესვების" ქინძმარაული მზადდება კახეთში, ქინძმარაულის მევენახეობის მიკროზონაში გაშენებული საფერავის ჯიშის რჩეული ყურძნისგან. იგი ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი შეფერილობით, მკვეთრად გამოხატული ბუკეტითა და ხავერდოვანი, ჰარმონიული გემოთი. იდეალურად ეხამება დესერტს, ხილსა და თხილს.
კომპანია „ხაოს მარანი“ დაარსდა და ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქციის ბაზარზეა 2013 წლიდან. კომპანიის მთავარი ოფისი და სასაწყობო ტერმინალი მდებარეობს ქ.გურჯაანში. კომპანიის საკუთრებაში არსებული საწარმოო სიმძლავრეები განაპირობებს „ხაოს მარანის“ შესაძლებლობას, აწარმოოს უმაღლესი მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია. კომპანია „ხაოს მარანი“ სპეციალიზირდება ტრადიციული ქართული, ევროპული და ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოებაზე. კომპანია თანამშრომლობს მუდმივმოქმედ პარტნიორებთან როგორც საქართველოს შიგა ბაზარზე,ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებში. კომპანიის მისიაა ნატურალური, მაღალხარისხიანი ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური პროდუქციის წარმოება; ხარისხითა და ფასებით საუკეთესო პროდუქციით როგორც შიგა,ასევე გარე ბაზრების უზრუნველყოფა. ჩვენი ამოცანა რეალიზდება პროდუქციის ხარისხზე განუხრელი და მრავალსაფეხურეობრივი კონტროლის მეთოდით, რაც განაპირობებს მის შესაბამისობას უმაღლეს მსოფლიო სტანდარტებთან. კომპანიის განვითარების ძირითადი მიმართულებას წარმადგენს უნიკალური ქართული და ასევე აპრობირებული ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით ალკოჰოლური პროდუქციის წარმოება; კომპანია ასევე სენსიტიურია ბაზრის და მომხმარებელთა მოთხოვნების მიმართ.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.