თბილისში მიწოდება 3 საათში
Rowenta Pro Expert ფენი სწრაფად და მარტივად აშრობს თმას. სურვილისამებრ, შეგიძლიათ აირჩიოთ ოპტიმალური ჰაერის ტემპერატურის წინასწარ დადგენილი რეჟიმებიდან ერთ-ერთი და სულ რამდენიმე წუთში სალონის დონის ვარცხილობა მიიღოთ. 2200 W სიმძლავრის წყალობით, მოწყობილობას შეუძლია დააჩქაროს ჰაერის ნაკადი 126 კმ/სთ-მდე სრულყოფილი შედეგისთვის და 2-ჯერ უფრო სწრაფად გაშრობისთვის.
Rowenta CV8830F ფენი ინოვაციური იონიზაციის მეთოდით, გამოიმუშავებს მეტ იონს, შესაბამისად თმას, გაშრობის შემდეგ, ბევრად გლუვ და დამყოლს ხდის. ფენს მოყვება: დიფუზორი - ბუნებრივი კულულების მისაღებად, კონცენტრატორი - თმის სწრაფად და თანაბრად გაშრობისთვის.
Rowenta Pro Expert-ს აქვს ერგონომიული დიზაინი, რაც მის გამოყენებას მარტივსა და მოსახერხებელს ხდის. 1.8 მ სიგრძის კაბელი გადაადგილებისას უზრუნველყოფს მაქსიმალურ თავისუფლებას. მოსახსნელი უკანა საფარის წყალობით, მოწყობილობის გაწმენდა მარტივი და უპრობლემოა.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.