კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
უსაზღვროდ შერიგებული მეზობლებიუსაზღვროდ შერიგებული მეზობლები
უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები

თბილისში მიწოდება 3 საათში

14.95
უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები

უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები

ID: 9789941317156
უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები  usazghvrod sherigebuli mezoblebiუსაზღვროდ შერიგებული მეზობლები  usazghvrod sherigebuli mezoblebi

გამოცემის წელი: 2024

გვერდების რაოდენობა: 52

ISBN: 9789941317156

გამომცემლობა: ინტელექტი

14.95

თბილისში მიწოდება 3 საათში
ID: 9789941317156
ანოტაცია

„21-ე საუკუნე საზღვრების დაცვის საუკუნეა, უფრო მეტად, ვიდრე აქამდე. პიროვნულის, სოციალურის, გეოგრაფიულის... და რაც უფრო მძაფრდება ბრძოლა ამ საზღვრების დაცვისთვის, რაც უფრო იხვეწება შემტევის ტაქტიკა და ამოცანები, მით უფრო სასტიკი და შეუწყნარებელი ხდება ორთაბრძოლა. მერე ყველაფერი დაღმართზე თავაწყვეტილ სირბილს ემსგავსება და ვეღარ აჩერებ. ხანდახან მაგრად ხუჭავ თვალებს, კადრს აშეშებ და ცდილობ, გაიხსენო, საიდან დაიწყო ყველაფერი. აბურდულ გროვაში იქნებ შეძლო და ჩაავლო ხელი ძაფის წვერს, როცა ვიღაცამ ჩათვალა, რომ მისი გავლენების არეალი უფრო ვრცელია და ხაზები ხელახლა, თავისი ნებით უნდა გაავლოს. მერე, როგორც ხდება ხოლმე... მაგრამ ისეც ხდება, შენი ფანჯრიდან მთელი ჰორიზონტი მხოლოდ ნაგულისხმევი საზღვრებითაა დატიხრული და მთელი ზედაპირი ისეთი გლუვია, ჰაერი – ისეთი გამჭვირვალე, რომ არსაიდან, არცერთი წითელი დროშა არ გიელავს თვალებში. იღებ, აღიარებ და პატივს სცემ. ერთი დიდი მთლიანის ნაწილი ხარ, შერიგებული და შემრიგებელი. „პლანეტები არა ვართ ერთმანეთისთის? აბა რა ვართ?!“ – ამ სიტყვებს ბუჩაჩი ამბობს და გულის ჭუჭრუტანიდან ზუსტად იმ ჰორიზონტს გაჰყურებს, გლუვი რომაა. ხან დაჟინებით და ხან დაყვავებით სთხოვს მეგობარ ზღარბუნიას, შეეშვას საზღვრის სანიშნედ ორმოების თხრას, რადგან სისულელეა, რადგან შეიძლება, ერთხელ თვითონვე ჩავარდეს იმ ორმოში. ბუჩაჩი და ზღარბუნია ერთმანეთს კეთილი კაცის ეზოში გადაეყარნენ. ბუჩაჩი ქართული ენის სადარაჯოზე დგას, თან მშვიდობას ქადაგებს. ზღარბუნია, მამის დავალებით, მეზობელი მაჩვებისგან გამყოფ საზღვარს თხრის, თან მაჩვის მშვენიერი ასული მაშოსკენ აპარებს თვალებს. ერთნაირად ღრმავდება მიწაში თხრილი და გულში მაშოს სიყვარული. ურჩი მეზობლების შერიგებას თეთრი ძაღლი ღუნღულია ცდილობს, მაგრამ სულ ტყუილად. უსაზღვრებოდ შერიგება გარდაუვალი გახადა სოფელში შავი თვითმფრინავებიდან ჭურვების წვიმამ. ყველამ ერთად, ქაღალდისგან ვეება აბრა დაამზადეს, შერიგებისკენ მოწოდებით. ჭურვები კი გადაადნეს და სავარჯიშო ჰანტელებად აქციეს. ეს წიგნი გამტკიცებულ თუ უპირობო ნდობაზეა, ისეთ სიყვარულზე, გულის ფსკერამდეც რომ სდიო ნაცრით და ნახშირით, მაინც ვერ ჩააქრობ და ხანდახან ისე უწყინრად, ისეთი სიკეთით გამოანათებს, საღამოს მზე რომ ათბობს და ავარდისფერებს არემარეს. ჰო, კიდევ – ამ წიგნში ძალიან ძვირფას „სანიშნეს“ იპოვით. ლურჯი ფანქრით დახატული ზამბახი იქნება. არ დაკარგოთ. დამახსოვრებაც შენახვაა“, – თათია ჯგუშია.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი ნინო სადღობელაშვილი
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 52
  • ფორმატი 210 x 200 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2024
  • ორიგინალის ენა ქართული
  • ავტორის წარმომავლობა საქართველო
  • მიმართულება მხატვრული პროზა


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.