თბილისში მიწოდება 3 საათში
სპიკი
გუნდური თამაში, რომელიც ავითარებს გუნდურ სულისკვეთებას, კომუნიკაციის უნარს ( ვერბალური, არავერბალური), მოთმინებასა და კონცენტრაციას, წვრილ მოტორულ უნარებს.
ნივთის ზომა: 40 x 34 სმ
მასალა: წიფელის ხე
ასაკი: +6
გუნდური თამაში ყველა ასაკისთვის: ავითარებს გუნდურ სულისკვეთებას, კომუნიკაციის უნარს ( ვერბალური, არავერბალური), მოთმინებასა და კონცენტრაციას, წვრილ მოტორულ უნარებს.
- თამაშისთვის მომზადება: თამაშის დასაწყებად თოკები ხის დისკზე არსებულ ნახვრეტებში უნდა გაუყარონ დამჭიდროდ შეკრან. მოთამაშეები ოღებენ თოკებს და აკეთებენ წრეს, რომლის ცენტრშიც განლაგდება ხის ბლოკები.
- თამაშის მთავარი აზრი წრეში მდგომი მოთამაშეები იღებენ ერთ ან მეტ თოკს იმისთვის, რომ მართონ ხის დისკზე მიმამგრებული კაუჭი. იწყებენ მოქმედებას თოკის მოჭიმვით, აწევით და მოზიდვით. მოთამაშეების მიზანია ხის ბლოკებზე არსებულ ჭრილებში კაუჭის გამოდებით წამოაყენონ ბლოკები და ისე დაალაგონ ერთმანეთზე, რომ კოშკი არ დაიშალოს. ეს დავალება მოითხოვს დიდ მოთმინებას და ჯგუფურ მუშაობას. მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებმა თოკი მოჭიმონ და არ დაამოკლონ წინ მიწევით ან გადაწევით. ყოველი ბლოკის დადების შემდეგ იზრდება დაძაბულობაც და გამარჯვების ამბიციაც. თუ კოშკი დაინგრევა გუნდი ერთად ზარალდება, მაგრამ ერთმანეთის მოტივირებით შეძლებენ თამაშის თავიდან დასაწყებად.
- შემადგენლობა:
• 6 ცალის ხის ბლოკი 6 x 6 x 16სმ
• 1 ცალი ხის სამაგრი ლითონის ჯოხით
• 1 ცალი ხის დისკი 10 ნახვრეტით
• 10 ცალი თოკი 4 მეტრი სიგრძის
- მთავარი აზრი უნარჩვევების გამომუშავებისთვის:
• რას ვიგებთ ფრობელის კოშკის აშენებით
• ვინ გეგმავს წინასწარ მოქმედებას და ვინ იწყებს მალე.
• ვინ არის მომთმენი და ვის არ შეუძლია მოთმენა.
• ვის როგორი რეაქცია აქვს საკუთარ ან სხვის შეცდომაზე.
• როგორ მუშაობს ჯგუფი
• ვინ რა როლს იღებს საკუთარ თავზე.
• თამაშიდან რომელი დასკვნებია მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მონაწილეებისთვის.
• როგორ მივაღწიო იმას, რომ გამიგონ ( ვერბალურად ან არავერბალურად)
• როგორ გავიგო, რომ ვიღაცას ესმის ჩემი და ვიღაცას არ ესმის.
- თამაშის დამატებითი წესები მეტი მრავალფეროვნებისთვის:
1) თამაშის დროს აკრძალულია საუბარი.
2) მოთამაშეებს შეუძლიათ მხოლოდ ერთი ხელის გამოყენება.
3) მოთამაშეები მხოლოდ "სუსტ" ხელს იყენებენ.
4) კოშკის აშენება აღმავალი ნუმერაციის მიხედვით. (ბლოკებს დააკარით ციფრები).
5) ყველა მოთამაშეს, ერთის გარდა აუკრან თვალები და თვალახვეულები ორიენტირდნენ იმ მოთამაშეზე, რომელივ ხედავს.
6) საუბრობს მხოლოდ არჩეული ლიდერი და გუნდი თამაშობს მისი კარნახით.
ეკოლოგიურად სუფთა, თერმულად დამუშავებული ხის სათამაშოების და ავეჯის მწარმოებელი კომპანია "სპიკი".
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.