თბილისში მიწოდება 3 საათში

რედაქტორი: მიხეილ ციხელაშვილი
ილუსტრატორი: მინდია არაბული
გამოცემის წელი: 2025
გვერდების რაოდენობა: 112
ISBN: 9789941879616
გამომცლემლობა: მატარებელი
ფორმატი: 145 x 185 მმ
მინდია არაბული ლირიკულ კომიქსებს წლების განმავლობაში აქვეყნებდა თავის ინსტაგრამ გვერდზე “საუკუნო უკუნი”, ამ კრებულში კი ეს ლექსები ახალი რედაქციით, ბეჭდური ვერსიისთვის შესაბამისი სტილით არის რედაქტირებული და გადახატული.
მოკლე და სხარტი კომიქს-პოეზია, რომელიც სახასიათო ნახატებითაა გაჯერებული, პირველივე სტროფიდან იპყრობს მკითხველს და სიცილით, ირონიითა და ოხუნჯობით ესაუბრება ისეთ მარადიულ თემებზე როგორიცაა შემჩნევლობა და დაუფასებლობა, სიკვდილის მოლოდინი, ვერახდენილი ნატვრები და სხვა.
“მინდია არაბულის ამ კრებულში ზღაპრის, მითის, სინამდვილის, სევდისა და იუმორის შერწყმა ბადებს სრულიად ახალ ენას და შესაბამისად - სრულიად ახალ სამყაროს, რომელშიც მე პირადად, სულ ორი დღე გავატარე, მაგრამ შანსი რომ მქონდეს - მთლიანად გადავცხოვრდებოდი” (ბექა ყორშია, ჟურნალისტი, მთარგმნელი)
“მაშინ, როცა პოსტმოდერნული პერსპექტივა სამყაროში ჩვენს ადგილს ცინიზმითა და გაუცხოებასთან დამეგობრებით ეძებს, მინდია არაბულის კომიქსები ამ ცივ ხედვას იმედიანი სევდით უპირისპირდება.” (ქეთი ჩართოლანი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე)
“მინდია არაბულის პოეტურ პრაქტიკას ჩვენს ქვეყანაში ანალოგი არ მოეპოვება. “საუკუნო უკუნი” ქართული პოეზიისა და კარიკატურის ტრადიციების ის გადაკვეთაა, რომელსაც ჩვენი ლიტერატურა დიდხანს ელოდა; გულახდილი, ეგზისტენციალურ დარდსა და ფიქრებში გამოხარშული ლექსები და ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა ზუსტი და გამჭოლი ილუსტრაციების ეს სინთეზი სიახლეა არამხოლოდ ადგილობრივი კომიქს-სივრცისთვის, არამედ მთლიანი ქართული ლიტერატურისთვის” (მიხეილ ციხელაშვილი, მწერალი, მთარგმნელი)
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.