თბილისში მიწოდება 3 საათში
• რუსთაველი, ქისი ქვევრი, თეთრი მშრალი ღვინო, 2020 წ.
• მეღვინეობა შილდა.
• ყურძნის ჯიში: ქისი.
• ტექნოლოგია: ქვევრი.
• ალკოჰოლის შემცველობა: 13.5%.
• ქვეყანა: საქართველო.
• რეგიონი: კახეთი.
• არომატი: ყვითელი ხილი, ჩირი.
• გემო: სრული, მდიდარი ტანინები.
• ფერი: ქარვისფერი.
• ბოთლის ტიპი: შუშა.
• წელი: 2020.
• მოცულობა: 750 მლ.
ქვევრი, ქარვისფერი მშრალი ღვინო დამზადებული კახეთში, ახმეტის რაიონში მოწეული ქისის ყურძნის ჯიშისგან. დუღილი მიმდინარეობს ტრადიციული კახური მეთოდით, არანაკლებ 5 თვის განმავლობაში ქვევრში დავარგებით. ღვინო გამოირჩევა ყვითელი ხილისა და ჩირის არომატით. ახასიათებს სრული გემო მდიდარი ტანინებით და ხანგრძლივი, საუცხოო დაბოლოებით. ღვინო არ არის დამუშავებული, დაწმენდილია ბუნებრივი დაწმენდის გზით. რეკომენდებულია მიირთვათ 10-12 გრადუს ტემპერატურაზე. შენახვის ტემპერატურა 5-20 გრადუსი.
შილდას მეღვინეობა დაარსდა 2015 წელს, მდებარეობს საქართველოს მევენახეობის მთავარ რეგიონში და გთავაზობთ 20-ზე მეტი სახეობის ღვინოს, რომელიც მოიცავს როგორც სტანდარტულ, ისე პრემიუმ ღვინის ხაზებს. კომპანია ასევე აწარმოებს მაღალალკოჰოლურ სასმელებს: ქართული კონიაკი, ყურძნის არაყი და ჭაჭა. მარანი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე იტალიური და ფრანგული საშუალებებით, აქვს საკუთარი ლაბორატორია გერმანული ტექნოლოგიებით. შილდა პატივს სცემს საქართველოს ღვინის ისტორიის მდიდარ მემკვიდრეობას, აერთიანებს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს ინოვაციურ ახალ ტექნოლოგიებთან, რათა აწარმოოს მაღალი ხარისხის ღვინოები საგულდაგულოდ შერჩეული ადგილობრივი ვაზის ჯიშებით. კომპანია მიზნად ისახავს აწარმოოს მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ბაზრებისა და მომხმარებლების მოთხოვნებს და გააფართოოს გაყიდვების არეალი.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.