უფასო მიწოდება
გამოცემის წელი: 2024
გვერდების რაოდენობა: 228
ISBN: 9789941118739
სერია: NONFICTION
გამომცემლობა: დიოგენე
გერმანელი სოციოლოგის მაქს ვებერის (1864 — 1920) „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალისტური სულისკვეთება“ 1905 წელს გამოიცა და რელიგიური სოციოლოგიის ფუძემდებლურ ნაშრომად არის მიჩნეული. ვებერი იკვლევს და ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვას: რატომ განვითარდა მოდერნული კულტურა დასავლეთ ევროპაში და არა, მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთში და როგორ ყალიბდებოდა შრომის ეთიკა საუკუნეების განმავლობაში. ამ კითხვაზე პასუხს ის დასავლურ რაციონალიზმში ეძებს და შესაბამისად, დასავლური რაციონალური აზროვნების თავისებურებებს იკვლევს. ვებერის თვალსაზრისით, პროტესტანტულ ეთიკასა და კაპიტალიზმს შორის მჭიდრო კავშირია. პროტესტანტული, შესაბამისად, კალვინისტური მხოფლმხედველობა და კაპიტალის დაგროვების კაპიტალისტური პრინციპი, ისევე როგორც მოგების რეინვესტიცია, ინდუსტრიალიზაციის საფუძვლად ჩამოყალიბდა. ეკონომიკის მოდერნულ ეთოსსა და ასკეტური პროტესტანტიზმის რაციონალურ ეთიკას შორის კავშირის კვლევა ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა. ავტორი ამტკიცებს, რომ კაპიტალის მფლობელებს, უმეტესად, პროტესტანტები წარმოადგენდნენ, კათოლიკეები კი, რომლებიც ჰუმანიტარულ განათლებას ანიჭებდნენ უპირატესობას, გერმანიის შრომით საქმიანობაში ნაკლებად იღებდნენ მონაწილეობას. ავტორის მიზანი კულტურის ყოვლისმომცველი ანალიზი არ გახლავთ, მისი კვლევის საგანი გარკვეული რელიგიური და ეკონომიკური პირობების თანხვედრაა.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.