კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ორტომეული (I)ორტომეული (I)
ორტომეული (I)

თბილისში მიწოდება 3 საათში

29.95
ორტომეული (I)

ორტომეული (I)

ID: 9789941315299
ორტომეული (I)  orTomeuli (i)ორტომეული (I)  orTomeuli (i)

გამოცემის წელი: 2022

გვერდების რაოდენობა: 492

ISBN: 9789941315299

გამომცემლობა: ინტელექტი

29.95

თბილისში მიწოდება 3 საათში
ID: 9789941315299
ანოტაცია

„ვახტანგ ჯავახაძე სნაიპერია. ტყვიას ტყვიაში – სიტყვას სიტყვაში აჯენს. არ მახსენდება ქართულ პოეზიაში მასავით ზუსტი (აზრობრივად, კომპოზიციურად) და სწრაფი (დრამატურგიულად, სინტაქსურად ფრაზიდან ფრაზაზე გადასვლისას) პოეტი. იგი ექიმი-ფარმაკოლოგის სკრუპულოზური დეტალურობითა და სიზუსტით არჩევს ენის გლოსარიუმიდან სიტყვებს, როგორც ელემენტებს, რათა შექმნას ლექსი-წამალი, ან ლექსი-ტყვია, რომელიც გულსა და გონებაში მოხვედრისას უმალ თერაპიულად მოქმედებს. ვახტანგ ჯავახაძის პოეზია ენის ლაბორატორიაში, ენის სახელოსნოში მედიკამენტივით მზადდება. მასთან დაცულია ყველა პროპორცია, თითოეული კომბინაცია და მიუხედავად ერთი შეხედვით ამ მათემატიკური სიზუსტისა და პედანტურობისა, მისი ლექსი ვერცხლის წყალივით სხარტია, ტყვიასავით აჩქარებულია. მკითხველი მას უნდა გაყვეს, გაეკიდოს, რათა იგრძნოს ლექსის მოქნილობა და დინამიურობა. თუ ჰიპოკრატეს ტემპერამენტთა კლასიფიკაციას დავესესხებით – ვახტანგ ჯავახაძის ლექსი ქოლერიკულია, ცეცხლოვანი და ფეთქებადი, რომელსაც თავად მუდმივად იმორჩილებს, არბილებს ცხენის ფაფარივით, ვარცხნის და ათვინიერებს. მისი წიგნისთვის ბოლოთქმის დაწერის უხერხულობა თავად პოეტის ბიოგრაფიამ და ცხოვრებისეულმა ფაქტებმა გადამალახვინა. თავად სრულიად ახალგაზრდა ვახტანგ ჯავახაძე გალაკტიონის რედაქტორი გახლდათ, ჰოდა, რატომაც არა, არც მე დავარღვევ ტრადიციას და ვიქნები პოეტი-კლასიკოსის წიგნის ბოლოთქმის ავტორი. მითუმეტეს გადაუჭარბებლად და გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ვახტანგ ჯავახაძე მიყვარს, როგორც პოეტი და როგორც მკვლევარი, რომელმაც მრავალმხრივ გააცხადა დაფარული გალაკტიონი. როდესაც ხელს ვართმევ მას, ყოველთვის უცნაური განცდა მეუფლება, რომ ახლა და ამ დროს გალაკტიონთან მხოლოდ ერთი ხელის ჩამორთმევა მაშორებს, რომ ჯავახაძის უკან გალაკტიონი დგას. ვფიქრობ, თანამედროვეობისთვისაც ზუსტად ასეა, ვახტანგ ჯავახაძე ერთგვარი ხიდია გალაკტიონსა და ჩვენ შორის. სწორედ მასში გამოიზამთრა XX საუკუნის უცნობმა გალაკტიონმა და ჩვენამდე, XXI საუკუნის 20-იან წლებამდე ვახტანგ ჯავახაძით მოვიდა. ამისათვის ცალკე მადლობა ეკუთვნის პოეტ-მკვლევარს, რომლის პოეტური ტყვია-წამალი გულში გვჭრის და გვკურნავს.“ – რატი ამაღლობელი

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი ვახტანგ ჯავახაძე
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 492
  • ფორმატი 140 x 200 მმ
  • ყდა მაგარი
  • გამოცემის წელი 2022
  • ორიგინალის ენა ქართული
  • ავტორის წარმომავლობა საქართველო


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.