უფასო მიწოდება
AENO GS2 ორთქლის უთო მარტივად ასწორებს დაჭმუჭნულ ადგილებს და ამასთანავე არბილებს ქსოვილს. მოწყობილობა მზად არის გამოსაყენებლად 40 წამში. უთოს გამოყენება შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის ქსოვილზე. აქვს 110 მლ-იანი წყლის რეზერვუარი, რომელსაც მარტივად აავსებთ კონტეინერის საშუალებით და გრძელი 1.8 მ კაბელი კომფორტული დაუთოვებისთვის. დიდი მოცულობის წყლის ავზის დახმარებით უთო 12 წუთის განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. 150 °C ორთქლი კლავს მიკრობებსა და ბაქტერიებს 99%-მდე. ორთქლის ტემპერატურა შეგიძლიათ დაარეგულიროთ +98-დან +150 °C-მდე. LED ინდიკატორი გაჩვენებთ თუ რომელი ორთქლის რეჟიმია არჩეული და როდის არის ორთქლის უთო გამოსაყენებლად მზად. უთო შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ვერტიკალურად ასევე ჰორიზონტალურად. უთოს აქვს ავტომატური გათიშვის და ასევე გადახურებისგან დაცვის ფუქნცია.
მოწყობილობას აქვს მოცურების საწინააღმდეგო რბილი სახელური. AENO GS2 - ის კორპუსი მსუბუქი და ხელის ფორმებს მორგებულია, რათა გაგიადვილოთ გამოყენება.
კომპლექტაციაშია: სითბოსგან დამცავი ხელთათმანი, საზომი ჭიქა და ჩანთა.
2021 წელს შექმნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი AENO მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, მოწინავე ტექნოლოგიით შექმნილ პროდუქციას სთავაზობს. AENO-ს ასორტიმენტი მოიცავს ისეთი კატეგორიის პროდუქტებს, როგორიცაა სამზარეულოს ტექნიკა, სახლის მოვლა, თავის მოვლა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო აქსესუარები.
ბრენდის პროდუქცია მინიმალიზმით, ფუნქციურობითა და განსაკუთრებული ვიზუალური ესთეტიურობით გამოირჩევა, რასაც ადასტურებს ისიც, რომ AENO არის Red Dot Product Design Awards 2023 ჯილდოს მფლობელი ბრენდი.
ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მისია ეკომეგობრულობის შენარჩუნებაა. კომპანია ცდილობს, რომ პროდუქცია მდგრადობის პრინციპების მაქსიმალური დაცვით აწარმოოს, რისთვისაც 100%-ით ეკომეგობრულ შეფუთვებსა და ენერგოეფექტურ საწარმოო მასალას იყენებს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.