თბილისში მიწოდება მომდევნო სამუშაო დღეს
მულტიფუქციურ ქვაბს შეუძლია უმოკლეს დროში მოამზადოს თქვენი საყვარელი კერძები ნაკლები ცხიმით და უფრო ჯანსაღად, ამასთანავე შეუნარჩუნოს გემო და არომატი. წინასწარ განსაზღვრული 8 რეჟიმიდან (ფაფა, ფლავი, ორთქლზე მოხარშვა, შეწვა, ჩაშუშვა, გამოცხობა, წვნიანი, ბრინჯი) სურვილის და საჭიროების შესაბამისად შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი და გაიმარტივოთ მომზადების პროცესი. თავად შეგიძლიათ ტემპერატურისა და კერძის მომზადების დროის ზუსტი კონტროლი. დიდი ზომის მოსამზადებელი ქვაბი გაძლევთ საშუალებას მოამზადოთ სადილი მთელი ოჯახისთვის და მრავალფეროვნებაც შეიტანოთ არჩევანში. ქვაბს მოყვება სპეციალური აქსესუარები ინგრედიენტების დოზირებისთვის. მოწყობილობის ნაწილები მარტივად იხსნება და მათი გარეცხვა სირთულეს არ წარმოადგენს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.