უფასო მიწოდება
მექანიკური მანძილმზომი, ბინოკლი, Mechanical distance meter
10X50 მექანიკური მანძილმზომი. ზუსტი გაზომვით 1000 მეტრში მყოფი ობიექტი ჩანს როგორც 114 მეტრში მყოფი. თითოეული თვალის ლინზა ურეგულირდება ინდივიდუალურად. მარჯვენა მხარეს ჩაშენებულია კომპასი, რომელიც აჩვენებს გრადუსს.ასევე მარჯვენა მხარეს არის MEL სისტემა, რაც იშიფრება როგორც Measurement-Evaluation-Learning. ამ სისტემით ყოველგვარი ელექტრონული დამხმარის გარეშე ხდება მანძილის გაზომვა. გახედვისას მარჯვენა მხარეს დაინახავთ MEL ერთეულებს .
1. გაზომვა: ობიექტს, რომელსაც აკვირდებით ჩასვავთ MEL ერთეულში. მაგალითად ვუყურებთ მოწინააღმდეგის BMP1-ს და მისი სიმაღლე ექცევა ზუსტად ერთ MEL-ში. 2. შეფასება: BMP-ს სიმაღლე არის 2 მეტრი, სტანდარტული ერთ სართულიანი სამხედრო ბანაკის სიმაღლე არის 5 მეტრი და ასე შემდეგ. საჭიროებისას ბევრი ესეთი ობიექტის სიმაღლესა და სიგანეს სწრაფად და მარტივად მოიძიებთ. თუ ისეთ ობიექტის მიმართ ვზომავთ მანძილს რომლის სიმაღლე ან სიგანეც არ ვიცით, მაშინ ჩვენ თვითონ ვსაზღვრავთ სუბიექტურად თუ რა სიმაღლისაა ობიექტი. მაგალითად თუ ვუყურებთ 5 სართულიან “ხრუშოვკას”, ლოგიკურად შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ 20 მეტრი იქნება სიმაღლეში. . გაგება: BMP რომ ჩავსვით ზუსტად 1 MEL-ში, ბინოკლის მარცხენა მხარეს შკალაზე, Angle სადაც აწერია მაგის სამკუთხედთან მოვათავსებთ ერთს და დავხედავთ მიღებულ შედეგს. (იხ. ბოლო სურათი). დავინახავთ, რომ თუ ჩვენი ობიექტი არის სიმაღლეში 2 მეტრი, მაშინ ის მდებარეობს ჩვენგან ზუსტად 200 მეტრში. BMP-ს მაგივრად რომ გაგვეზომა სტანდარტული ერთ სართულიანი სამხედრო შენობა რომლის სიმაღლეც არის 5 მეტრი და ეგ შენობა ყოფილიყო მოქცეული ერთ MEL-ში, მაშინ გამოვიდოდა რომ ეს შენობა არის ჩვენგან 500 მეტრში.შკალაზე სულ ზედა მაჩვენებელი (0.2, 0.3, 0.4, 0.6, 0.8, 1, 1.2, 1.6 და ა.შ). არის MEL-ის აღმნიშვნელი. 1, 2, 3, 4, 5 და ასე შემდეგ არის ობიექტის ზომა (სიმაღლე ან სიგრძე, გააჩნია როგორ ვზომავთ). ხოლო სულ ქვედა (140, 200, 300 და ა.შ.) არის მანძილის აღმნიშვნელი. როგორც კი MEL-ს ჩავსვავთ შესაბამის ადგილზე, თავისით ლაგდება დანარჩენი ყველაფერი. ბინოკლს ასევე აქვს გრადუსების მაჩვენებელი რაც ჩანს ბოლოს წინა სურათში. ბინოკლისგან იღებთ არამხოლოდ იმ ინფორმაციას თუ რა მანძილზეა ობიექტი, არამედ იმასაც თუ ზუსტად რა მიმართულებაზეა თქვენგან. შესაბამისად თუ იცით თქვენი ადგილმდებარეობა, მაშინ საარტილერიო ცეცხლის გამოძახება და კორექტირება უმარტივესია. თუ მაგალითად ობიექტზე თვალთვალს აწარმოებთ ღამით, ამ შემთხვევაში გრადუსის გასაგებად უნდა დააჭიროთ ბინოკლის ზევით მოთავსებულ ერთადერთ ღილაკს, რომელიც გრადუსების მაჩვენებელს ანათებს წითლად. წითელი ფერიც სპეციალურად არის შერჩეული: ღამით თვალს სიბნელეზე შესაჩვევად დაახლოებით 30 წუთი ჭირდება. ნებისმიერი ახლო განათება წითელი განათების გარდა თვალს სიბნელეში ხედვის ფუნქციას უქვეითებს და საჭირო ხდება კიდევ ნახევარი საათის გასვლა. ასე რომ ამ ბინოკლის შემთხვევაში ეს ფაქტორიც გათვლილია. ბინოკლით მანძილის გაზომვა შეიძლება 5000 მეტრამდე.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.