უფასო მიწოდება
რედაქტორი: შოთა იათაშვილი
ილუსტრატორი: გვანცა მახათაძე
ნომინაციები: ლიტერა, საბა
გამოცემის წელი: 2022
გვერდების რაოდენობა: 128
ISBN: 9789941842757
გამომცემლობა: Ziari Press
დათო ქარდავა მრავალი წელი იკვლევდა თბილისს, წერდა წერილებსა და წიგნებს, სხვადასხვა ღონისძიებებზე საუბრობდა მის შესახებ, საბოლოოდ კი, ეს ცოდნა პოეზიად გარდაიქმნა. სწორედ ქალაქი აღმოჩნდა ის მუხტი, რომელსაც ეს ორსახოვანი შემოქმედი, მრავალმხრივ გამოცდილი ჟურნალისტი (ჯიმშერ რეხვიაშვილი) და პროზაიკოსი (დათო ქარდავა), მოულოდნელად პოეზიის სივრცეში გადატყორცნა. მერე კი თანდათან თემებიც გაიშალა, ოღონდ მაინც იმ ფაქტურას, შინაგან განწყობასა და თხრობის მანერას მოჭიდებით, რაც ქალაქურ ლექსებში მკაფიოდ ჩამოყალიბდა. ეს თემატური მრავალფეროვნება კი წიგნზე მუშაობისას კონცეპტუალურად იდეალურად მოერგო კვირის შვიდ დღეს. ჯიმშერ რეხვიაშვილის პროზაული კრებულები დათო ქარდავას ფსევდონიმით, სხვადასხვა წლებში ლიტერატურული პრემია „ლიტერას” მფლობელი და „საბას” ნომინანტი იყო.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.