კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
მარტოობის ასი წელიწადიმარტოობის ასი წელიწადი
მარტოობის ასი წელიწადი

უფასო მიწოდება

34.95
მარტოობის ასი წელიწადი
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

მარტოობის ასი წელიწადი

ID: 9789941313936
მარტოობის ასი წელიწადი  marToobis asi tselitsadiმარტოობის ასი წელიწადი  marToobis asi tselitsadi
პირველი 10 გვერდი

მთარგმნელი: ელზა ახვლედიანი

ნომინაციები: Nobel Prize

გამოცემის წელი: 2022

გვერდების რაოდენობა: 516

ISBN: 9789941313936

გამომცემლობა: ინტელექტი

34.95

უფასო მიწოდება3 სთ-ში
ანოტაცია

„მარტოობის ას წელიწადში“, გამოგონილ სამყაროში, მაკონდო XIX საუკუნის 40-იან წლებში იბადება და XX საუკუნის 30-იან წლებამდე, ანუ მთელ საუკუნეს ძლებს. ამ საუკუნის განმავლობაში დასახლებაში ექვსი თაობა შეიცვლება. ექვსი თაობა ხუმრობა საქმე არ გეგონოთ. ბერძნულ მითოლოგიას თუ გადავხედავთ, აქ არის ოთხი თაობა: ქაოსიდან ჩნდება წესრიგი, შემდეგ მოდის ურანოსი, კრონოსი და ბოლოს ზევსი. ადამიანები მეხუთე თაობაში ჩნდებიან, ხოლო ოქროს ადამიანების გადაგვარება და დაცემა, მათი რკინის ადამიანებად ქცევა მეექვსე თაობაში ხდება. აი ეს იცის მარკესმა!
 
მას შეეძლო ნებისმიერი ქალაქი აეღო და გაენადგურებინა ისე, როგორც რომი დაანგრია და მოსპო ლუიჯი პირანდელომ. ეს ცალკე ხელოვნებაა. თუმცა მაკონდო გაბოს ერთი მთავარი რამის სათქმელად დასჭირდა – ექვსი თაობა, განვითარებაც და გადაგვარებაც, თუმცა უკანასკნელი მათგანიც რომ გადარჩენილიყო, სამყარო უკეთესი იქნებოდა. აი ამ ტრაგიკული აზრის თქმა სურდა მარკესს. პატარა მაკონდოს ისტორია კოლუმბიის ისტორიის ერთ-ერთი საუკუნე არ გეგონოთ – ეს მთელი სამყაროს ისტორიაა.“ – ლევან ბერძენიშვილი
 
ბევრისთვის შესაძლოა გაუგებარი იყოს, რატომ შეიძლებოდა გაბრიელ გარსია მარკესის ეს გენიალური რომანი ოდესმე აკრძალულიყო. `მარტოობის ას წელიწადს" კი წლების განმავლობაში ასაჩივრებდნენ და კრძალავდნენ უხამსი ენის, წიგნში აღწერილი ძალადობისა და მკრეხელობის, დაუფარავი სექსუალური სცენებისა და ემოციურად ამაღელვებელი თემების გამო, როგორიცაა ომი, სიკვდილი, ინცესტი, ოკულტიზმში თანამონაწილეობა, უპატივცემულოდ მოხსენიებული რელიგიური და პოლიტიკური ხელისუფლება. 1986 წელს რომანი შეეწირა ვასკოში, კალიფორნიის უმაღლესი სკოლების გაერთიანების წიგნების სიის წმენდას, რადგან ნობელის პრემიის ლაურეატის ნაწარმოები მიიჩნიეს, `ნაგვად, რომელიც ლიტერატურად საღდებოდა". ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, გაზეთ „სემანას" ცნობით, „მარტოობის ასი წელიწადი“ კოლუმბიაშიც კი აიკრძალა. ბოლო წლებში კი წიგნი ცენზურას ემსხვერპლა რუსეთში, ირანსა და ქუვეითში. რუსეთში ცენზურა სექსუალური შინაარსის სცენების ამოღებით ან მოდიფიკაციით შემოიფარგლა. ირანმა და ქუვეითმა კი `მარტოობის ასი წელიწადი" ძალადობრივი მორალის გამო აკრძალა.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი გაბრიელ გარსია მარკესი
  • მთარგმნელი ელზა ახვლედიანი
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 516
  • ფორმატი 150 x 210 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2022
  • ორიგინალის ენა ესპანური
  • ნომინაციები Nobel Prize
  • ავტორის წარმომავლობა კოლუმბია


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.