კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
თელიანი ველი, წინანდალი მუხაში, კუპაჟი, თეთრი მშრალი ღვინო, 2019 წ.თელიანი ველი, წინანდალი მუხაში, კუპაჟი, თეთრი მშრალი ღვინო, 2019 წ.
თელიანი ველი, წინანდალი მუხაში, კუპაჟი, თეთრი მშრალი ღვინო, 2019 წ.

თბილისში მიწოდება 3 საათში

17.90
თელიანი ველი, წინანდალი მუხაში, კუპაჟი, თეთრი მშრალი ღვინო, 2019 წ.  teliani veli, tsinandali mukhashi, kupazhi, tetri mshrali ghvino, 2019 ts. - ვარიაცია 1 თელიანი ველი, წინანდალი მუხაში, კუპაჟი, თეთრი მშრალი ღვინო, 2019 წ.  teliani veli, tsinandali mukhashi, kupazhi, tetri mshrali ghvino, 2019 ts. - ვარიაცია 1

თელიანი ველი, წინანდალი მუხაში, კუპაჟი, თეთრი მშრალი ღვინო, 2019 წ.

ID: 4860065010170

•თეთრი მშრალი ღვინო.

•ყურძნის ჯიში: რქაწითელი.

•ტექნოლოგია: მუხის კასრი.

•ალკოჰოლის შემცველობა: 12%.

•ქვეყანა: საქართველო.

•რეგიონი: კახეთი.

•არომატი: თეთრი ატამი, ტროპიკული ხილი, მუხა.

•გემო: ჰარმონიული, დაბალანსებული.

•ბოთლის ტიპი: შუშა.

•ფერი: თეთრი.


•წელი: 2019.

•დაძველება: 6 თვე.

•მოცულობა: 750 მლ.

17.90

თბილისში მიწოდება 3 საათში
ID: 4860065010170

დახასიათება

წინანდალი მუხაში ქართული, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა. მიღებულია წინანდლის კონტროლირებადი მიკროზონიდან, უმაღლესი ხარისხის რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშებისგან. ღვინო 6 თვის მანძილზეა დაძველებული მუხის კასრში. სასმელს თეთრი ატმის, ტროპიკული ხილის, მუხის არომატი და ჰარმონიული, დაბალანსებული გემო აქვს. ძალიან უხდება გამოყვანილ ორაგულს, ხორციან სალათებსა და ბატკნის შემწვარ ხორცს. ღვინის დაგემოვნებისთვის იდეალური ტემპერატურა 10-12 გრადუსია.

ბრენდის ისტორია

თელიანი ველის ისტორია მე-19 საუკუნეში დაიწყო, როცა ძველი მარნისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე იმპერატორის ძმის, მიხეილ რომანოვის განკარგულებით ღვინის მოცულობითი სარდაფი აშენდა. 1880-იან წლებში ღვინის სარდაფში ბორდოელი მეღვინე, ანტუან მოსანო მოიწვიეს. მოსანო საქართველოში 9 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და პირველი იყო, ვინც ქართული და ევროპული ყურძნის ჯიშების და ღვინის დაყენების ტექნოლოგიების შერწყმაზე დაიწყო მუშაობა. მისი ინიციატივით საქართველოში ჩამოიტანეს და გააშენეს ფრანგული ყურძნის მრავალნაირი ჯიში. ახალი ჯიშებიდან განსაკუთრებით თელიანის ველზე გაშენებულმა კაბერნე-სოვინიონმა ივარგა, რომლისგანაც მოსანომ ღვინო “თელიანი” დაამზადა და პირველი ბოთლი პეტერბურგში, იმპერატორის კარზე გაგზავნა. ბოთლზე ეწერა: “კაბერნე-სოვინიონი თელიანის ველიდან, 1893, ანტუან მოსანო”. ღვინომ იმპერატორის უდიდესი მოწონება დაიმსახურა და ამგვარად, კახეთის ნოყიერ მიწაზე მდებარე ამ პატარა ველს სწორედ მოსანომ და “თელიანმა "გაუთქვეს სახელი. წინანდლის ძველ მარანში დღესაც შეხვდებით სხვადასხვა მოსავლის “თელიანს” და მოსანოს შექმნილ სხვა ქართულ-ფრანგულ ღვინოებსა თუ კონიაკებს. ამჟამად ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულებში „თელიანი ველის“ ვენახებია გაშენებული. თელიანი ველი აგრძელებს ტრადიციას და მომხმარებელს ყურძნის უძველესი ჯიშებისაგან დაწურულ, ტრადიციული და ქართულ-ევროპული ტექნოლოგიებით დამზადებულ ღვინოებს სთავაზობს.

დამატებითი მახასიათებლები

სპეციფიკაციები

  • კატეგორიათეთრი ღვინო
  • სახეობამშრალი
  • ფერითეთრი
  • ქვეყანა-რეგიონისაქართველო, საქართველო-კახეთი
  • ბრენდითელიანი ველი
  • ყურძნის ჯიშიკახური მწვანე, რქაწითელი
  • ტექნოლოგიამუხის კასრი
  • ალკოჰოლის პროცენტი12%
  • მოცულობა750 მლ
  • წელი2019


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.