თბილისში მიწოდება 3 საათში
•წითელი ნახევრადტკბილი ღვინო.
•ყურძნის ჯიში: საფერავი.
•ტექნოლოგია: მუხის კასრი.
•ალკოჰოლის შემცველობა: 12%.
•ქვეყანა: საქართველო.
•რეგიონი: კახეთი.
•არომატი: შავი კენკრა, სანელებლები, ტროპიკული ხილი.
•გემო: ზომიერი სიტკბო, გამახალისებელი სიმჟავე.
•ბოთლის მასალა: შუშა.
•ფერი: წითელი.
•წელი: ვინტაჟი 2021.
•მოცულობა: 750 მლ.
ასკანელის წითელი ნახევრადტკბილი ღვინო, ქინძმარაული, ყურძენ საფერავისგანაა დაყენებული. ღვინო დადგენილი წესების შესაბამისად ამ მიკროზონის საფერავის ვენახებიდან საგანგებო ტექნოლოგიით მიიღება. ადგილწარმოშობის დასახელების წესის შესაბამისად ღვინოში ბუნებრივი ზომიერი სიტკბოა შენარჩუნებული გაციების მეშვეობით ალკოჰოლური დუღილის შეწყვეტით. მუქ ლალისფერ ღვინოში კარგად გამოხატული შავი კენკრის, შავი პილპილისა და ტროპიკული ხილის ტონები ჰარმონიულად ერწყმის ზომიერ სიტკბოს, გამახალისებელ სიმჟავეს, ზომიერ ალკოჰოლს, რბილ ხავერდოვან ტანინებსა და სავსე სხეულს. დაგემოვნებისას სასმელს სასიამოვნოდ აგვირგვინებს გახანგრძლივებული დაბოლოება.
ლეგენდის თანახმად, სოფელ ასკანაში დგას უძველესი ციხესიმაგრე, რომელსაც დიდი ასაკისა და გამორჩეული გამძლეობის გამო “ასკანიანი ციხე” ეწოდა. ასკანელის სახელის საფუძვლებიც ქართველის მებრძოლი ხასიათის მითოსსა და ისტორიაში მოიპოვება. ანთიმოზ ჩხაიძე ის ადამიანია, ვის სახელსაც ასკანელის მეღვინეობის ტრადიციისთვის საფუძვლის ჩაყრა უკავშირდება. მან ააგო მარანი მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, სადაც ამზადებდა განსაკუთრებულად სუფთა და არომატულ ღვინოს სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან. ერთ-ერთი ჯიში, რომელიც ჩხაიძეების გვარმა შემოინახა, სახელგანთქმული ჩხავერია. ამბობენ, ჩხაიძეების გვარიც ამ სახელიდან მოდისო. ბრენდის მიღმა არსებული ადამიანებისთვის, ეს გადმოცემები სიამაყისა და უდიდესი პასუხისმგებლობის საფუძველია. დღეს კომპანია 60 სახეობაზე მეტი დასახელების ღვინოს აწარმოებს, ასევე ასხამს ბრენდის, შუშხუნა ღვინოსა და ჭაჭას. აქვს ქარხნები სამ რეგიონში - კახეთში, გურიასა და თბილისში.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.